დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019839 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/03/2017 - 23/07/2024)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას
|
| მუხლი 1 |
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემდეგი სახით დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − ცენტრი) მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმები და სტანდარტები, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას:
1. ცენტრი ხელშეკრულებას აფორმებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარების განმახორციელებელ მხოლოდ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან, რომელიც: ა) ახდენს საკუთარი პროგრამების საერთაშორისოდ განხორციელების შეთავაზებას და გასცემს ამ პროგრამების განხორციელების უფლებას; ბ) პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის იყენებს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებს; გ) პროგრამის აღიარების პერიოდში, მისი განხორციელების ადგილის მიხედვით უზრუნველყოფს გარე შეფასების სტანდარტების შემოწმებას/მონიტორინგის მექანიზმების გამოყენებას. 2. ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია აღიარებულ იქნეს მხოლოდ ის პროგრამა: ა) რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს; ბ) საზღვარგარეთ აღიარებული სტატუსის შენარჩუნების პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, ექვემდებარება ადაპტირებას ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით; გ) რომელსაც აქვს მოსწავლის შეფასების გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული სისტემა; დ) რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის შეფასებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები