საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას

დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019839
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №130

2017 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას

მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემდეგი სახით დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − ცენტრი) მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმები და სტანდარტები, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას:

1. ცენტრი ხელშეკრულებას აფორმებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარების განმახორციელებელ მხოლოდ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან, რომელიც:

ა) ახდენს საკუთარი პროგრამების საერთაშორისოდ განხორციელების შეთავაზებას და გასცემს ამ პროგრამების განხორციელების უფლებას;

ბ) პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის იყენებს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებს;

გ) პროგრამის აღიარების პერიოდში, მისი განხორციელების ადგილის მიხედვით უზრუნველყოფს გარე შეფასების სტანდარტების შემოწმებას/მონიტორინგის მექანიზმების გამოყენებას.

2. ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია აღიარებულ იქნეს მხოლოდ ის პროგრამა:

ა) რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს;

ბ) საზღვარგარეთ აღიარებული სტატუსის შენარჩუნების პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, ექვემდებარება ადაპტირებას ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით;

გ) რომელსაც აქვს მოსწავლის შეფასების გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული სისტემა;

დ) რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის შეფასებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.