ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016236
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
28/02/2017
ვებგვერდი, 06/03/2017
010250020.35.124.016236
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/03/2017 - 27/03/2017)

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2017 წლის 28 თებერვალი

ქ. ბაღდათი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო  და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს  მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №6 დადგენილება (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 05.02.2016 წ., საიდენტიფიკაციო ნომერი: 01.02.50020.35.124.016192) .

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე



დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

ნორმატიული ფასი


1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

                                                          CN=IMG X ITL X C X K, სადაც

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)  IMG არის ქ.ბაღდათის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.45-ს;

გ) ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ზონირება არ ხორციელდება);

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 125-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ.ბაღდათში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN

0.45

1

0.24

100

13,5

3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.ბაღდათისათვის ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგინოს 6,75 ლარი (13,5-ის 50%).

4. კურორტ საირმეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის ხუთმაგი ოდენობით და  შეადგინოს 67,5 ლარი (13,5 X 5).

5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.  ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და  შეადგინოს 4,05 ლარი (13,5-ის 30%).

6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287  ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და  შეადგინოს 9,45 ლარი (13,5-ის 70%). ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.