საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 24/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.025.016224
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
24/02/2017
ვებგვერდი, 27/02/2017
010240020.22.025.016224
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/02/2017 - 05/09/2017)

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №13

2017 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ"ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის №153 განკარგულების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მომსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
2. ამ ბრძანების დანართით განსაზღვრულ კატეგორიებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებს ანიჭებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის №80 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ".
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე