დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016217 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/02/2017 - 26/04/2017)
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” კოდექსის 239-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513
, 533
, 55, 552
, 553
,1191
, 1271
მუხლის მეხუთე ნაწილი, 1461
, 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილი, 150, 1501
, 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 152, 1522
, 1534
, 159, 1591
198-ე მუხლებთან მიმართებით.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების წესი, დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 6 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №5-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 7 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ თვითმმართველობის უფლებამოსილებას განკუთვნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №47 დადგენილება.
|
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №
|
1. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
2. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შედგენის ადგილი
3. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, გვარი
4. დამრღვევი: ა) პირადი ნომერი №--------------------------, ბ) სახელი: ---------------, გ) გვარი: -------------------------------------,
დ) დაბადების თარიღი: -------------------------, ე) მისამართი: -----------------------------------------------------------------------------
ვ) სამუშაო ადგილი: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: -----------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი --------------, ნაწილი -----------, ქვეპუნქტი ----------------------
7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი: ------------------------------------------------------------------------------------------------------
8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი: ----------------------------------------------------------------------------------------
9. ოქმს ერთვის: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმე: -------------------------------------------------- დაზარალებული:---------------------------------------------------------------- ხელმოწერა ხელმოწერა
ოქმის შემდგენელი: ---------------------------------- სამართალდამრღვევი: ------------------------------------------------- ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
დამკვეთი: საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა დამამზადებელი: მისამართი: ქ. საჩხერე, თავისუფლების ქ.№4 სფს-ს რეგისტრაციის №: |
დანართი №2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსებისა და გამოყენების წესი |
| მუხლი 1 |
წინამდებარე წესის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და გამოყენების წესის დარეგულირება.
|
| მუხლი 2 |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1) შევსებული სახით გადაეცემა სამართალდამრღვევს, ოქმის ხელმოწერისთანავე.
|
| მუხლი 3 |
1.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.
|
2.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
|
ა)
შედგენის თარიღი და ადგილი;
|
ბ)
შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი;
|
გ)
სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადი ნომრები, დაბადების თარიღი, მისამართი, სამუშაო ადგილი;
|
დ)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
|
ე)
ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
|
ვ)
მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
|
ზ)
შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები.
|
| მუხლი 4 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემა აღრიცხონ ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს. |
| მუხლი 5 |
1.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:
|
ა)
შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
|
ბ)
ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
|
2.
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. |
3.
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
დანართი №3
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი
№
ქ. საჩხერე ____ ____________ 201_ წელი
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი ----------------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი --------------------------
|
დანართი №5
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი |
| მუხლი 1 |
1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
|
| მუხლი 2 |
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა. |
| მუხლი 3 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები