დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016314 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №7 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/02/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016217) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი № 1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------ შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) 2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------ შედგენის ადგილი 3. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი 4. დამრღვევი: ა) პირადი ნომერი №--------------------------, ბ) სახელი: ---------------, გ) გვარი: ----------, დ) დაბადების თარიღი: -------------------------, ე) მისამართი: -------------------------------------------------- ვ) სამუშაო ადგილი: -------------------------------------------------------------------------------------------------- 5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: ---------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი ---------------, ნაწილი -------------, ქვეპუნქტი 7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი: --------------------------------------------------------------------------- 8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი: ------------------------------------------------------------- 9. ოქმს ერთვის: ----------------------------------------------------------------------------------------------------- მოწმე: -------------------------------------------------- დაზარალებული:-------------------------------------- ხელმოწერა ხელმოწერა ოქმის შემდგენელი: ---------------------------------- სამართალდამრღვევი: ------------------------------- ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
დამკვეთი: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: მისამართი: ქ. საჩხერე, თავისუფლების ქ.№4 სფს-ს რეგისტრაციის №----------- . დანართი №5 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1 1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე. მუხლი 2 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა. მუხლი 3 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთან. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები