„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.152.016285
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
21/02/2017
ვებგვერდი, 24/02/2017
010250040.35.152.016285
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2017 - 10/04/2017)

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2017 წლის 21 თებერვალი

ქ.დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის  შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში (matsne.gov.ge  სსმ.18/07/2014. ს/კ010250040.35.152.016175). კერძოდ, რეგლამენტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი16. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1.  საკრებულოს წევრს (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები უნაზღაურდება შემდეგი წესით:

ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება თითოეულ სხდომაზე 66 (სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს თვეში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური სარგოს 15%-ისა  (397 ლარი). ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების/ფრაქციების სხდომებში მისი მონაწილეობის ამსახველი ჩანაწერები და საკრებულოს წევრების მოხსენებითი ბარათები;

ბ) ხარჯების ასანაზღაურებლად საკრებულოს აპარატი ყოველთვიურად ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარესათვის წარსადგენ ინფორმაციას წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად.

2. საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით) განხორციელდება შემდეგი თვის 10 რიცხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ზურაბაშვილი