„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.152.016289
9
10/04/2017
ვებგვერდი, 12/04/2017
010250040.35.152.016289
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2017 წლის 10 აპრილი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 41-ე  მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო    ადგენს:

მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებით (matsne.gov.ge, სსმ, 18/07/2014, ს/კ 010250040.35.152.016175) დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით უნაზღაურდება საკრებულოს, კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, საკრებულოს მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან (ამომრჩევლებთან) შეხვედრებთან დაკავშირებული ხარჯები თვეში 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით.

2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციების სხდომებში, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრების გამართვის მონაცემები.

3. ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომებში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრებთან დაკავშირებული საკრებულოს წევრის მონაწილეობის ამსახველი ჩანაწერები (ოქმები) ან/და საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათი.

4. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და ფრაქციის სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის თითოეულ შემთხვევაზე დადგენილი თანხიდან ექვითება 50 (ორმოცდაათი) ლარი.

5. ხარჯების ასანაზღაურებლად საკრებულოს აპარატი ყოველთვიურად ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენ ინფორმაციას ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტების შესაბამისად.

6. საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება განხორციელება შემდეგი თვის 10 რიცხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ზურაბაშვილი