დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016306 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/02/2017 - 28/02/2018)
|
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირეველი პუნქტის ,,ე.გ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის’’ თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ.ხონის ტერიტორიის ზონირება დანართი 2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ’’ ხონის მუნიციპალიეტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 თებერვლის №7 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
1. ქ.ხონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN – არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG - არის ქ.ხონის მაკრომდებარეობის ინდექსი,რომელიც შეადგენს 0,42-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი,რომელიც ცენტრალური ზონისთვის უდრის 1,2-ს, შუალედური ზონისთვის უდრის 1,0–ს, ხოლო პერიფერიული ზონისთვის უდრის 0,8-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K –არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 119-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ.ხონში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1.კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
3. ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ–ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 40%-ს ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 4,80 ლარს. 4. ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ-ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ს ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 3,60 ლარს. 5.ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დაგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში(თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 50%-თ და შესაბამისად შეადგენს 6 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი.
|
დანართი №2
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები