ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016351
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
47
28/02/2018
ვებგვერდი, 06/03/2018
010250020.35.119.016351
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2018 - 27/02/2019)

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №47

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“  25-ე   მუხლის პირველი პუნქტის  ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ.ხონის ტერიტორიის ზონირება დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე



დანართი 1
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და   ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასაფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

1. ქ. ხონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG X ITL X C X K , სადაც:

ა) CN არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის ქ.ხონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0.42-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ცენტრალური ზონისათვის უდრის 1.0-ს, ხოლო პერიფერიული ზონისათვის უდრის 0,8;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 119-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ხონში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

N

 

ზონა

 

IMG

 

ITL

 

C

 

K

CN (ლარი)

CN=IMGXITLXCXK

1.

ცენტრალური

0,42

1,2

0,24

119

14,40

2.

შუალედური

0,42

1,0

0,24

119

12,0

3.

პერიფერიული

0,42

0,8

0,24

119

9,60

3. ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ ფასი განისაზღვრება ქ. ხონის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 40%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 4.80 ლარს.

4. ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ხონის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ს ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 3.60 ლარს.

5. ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ხონის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 50%-თ და შესაბამისად შეადგენს 6 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი.


დანართი 2

 

. ხონის ზონების აღწერა

ლოკალური

ტერიტორიული ინდექსი

ITL

 

 

ცენტრალური ზონა

 

ცენტრალური ზონის საზღვარი გასდევს ვ. ბახტაძის ქუჩას ქალაქის ცენტრალური

 

სტადიონის დასავლეთ საზღვრამდე. შემდეგ საზღვარი გასდევს ახალგაზრდობის

 

ქუჩას, კვეთს ი.ჭავჭავაძის ქუჩას №5 საცხოვრებელ სახლთან და ვრცელდება

 

სამხრეთით სამრეწველო ბაზრის ტერიტორიის ჩათვლით. შემდეგ საზღვარი

 

მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთით ი.აბაშიძის ქუჩის გადაკვეთამდე და

 

მოიცავს ავტოსადგურის ტერიტორიას, ხაზი გრძელდება სამხრეთით მ. ხონელის

ქუჩისა და მ.ხონელის მე-2 შესახვევის გადაკვეთამდე, ჩრდილოეთით მ.ხონელის

1,2

ქუჩის გასწვრივ გ. ჭანტურიას ქუჩის გადაკვეთამდე,  გასდევს  ქუჩას  №13

 

საცხოვრებელ სახლამდე, ხოლო შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით და

 

კვეთს გ. ჭანტურიას ქუჩას, დ. გურამიშვილისა და რ. შამათავას ქუჩებს სოლომონ

 

მეორის ქუჩის გადაკვეთამდე. საზღვარი გასდევს სოლომონ მეორის ქუჩას

 

მარჯვენა მხარეს საცხოვრებელ ბინამდე. გრძელდება სამხრეთ-დასავლეთის

 

მიმართულებით და უერთდება ვ.ბახტაძის ქუჩას საწყის წერტილში.

 

შუალედური ზონა

 

შუალედური ზონის საზღვარი ჩრდილოეთით ნუცუბიძის და პუშკინის ქუჩების

 

გადაკვეთიდან მიემართება სოლომონ მეორის ქუჩებისაკენ და კვეთს მას №21

 

სახლთან, გრძელდება დასავლეთით და კვეთს მ. სებუას ქუჩას №9 სახლთან,

 

იპ.ხვიჩიას №13-18 საცხოვრებელ სახლთან და რკალისებურად მიემართება

 

სამხრეთ-დასავლეთით,  ვ.ბახტაძის    და      ახალგაზრდობის     ქუჩის პირველი

 

შესახვევის    გადაკვეთიდან        სამხრეთისაკენ  და      კვეთს ი.ჭავჭავაძის  ქ. №20

 

საცხოვრებელ სახლთან, შემდეგ ბაგრატიონის №75-54 საცხოვრებელ სახლებთან

 

და გრძელდება რკალისებურად სამხრეთით, კვეთს ი.აბაშიძის ქუჩის პირველ

შესახვევს №14   სახლთან.        ი.აბაშიძის     ქუჩიდან       იცვლის         მიმართულებას

1,0

აღმოსავლეთით და გრძელდება მოსე ხონელის და 26 მაისის ქუჩის გადაკვეთმდე.

 

შემდეგ მიემართება რკალისებურად აღმოსავლეთით 26 მაისის ქუჩის მარჯვენა

 

მხარეს და კვეთს ტ.ტაბიძის, მებუკისა და ნიკოლაძის ქუჩებს №29 სახლთან,

 

გ.ჭანტურიას ქ. №100 და აღმაშენებლის ქ. №16-19 საცხოვრებელ სახლთან. შემდეგ

 

მიემართება ჩრდილოეთით, კვეთს გურამიშვილის ქუჩის პირველ შესახვევს

 

რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე და გრძელდება ნუცუბიძისა და პუშკინის

 

ქუჩის გადაკვეთამდე.

 

პერიფერიული ზონა

 

პერიფერიულ ზონაში შედის ტერიტორია ჩრდილოეთის მხარეს სოლომონ

 

მეორის ქუჩის №21   სახლიდან     ნახახულევის ტერიტორიული      ორგანოს

 

საზღვრამდე. დასავლეთით ჭავჭავაძის და ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან

მარტვილის საზღვრამდე. სამხრეთით 26 მაისის და მოსე ხონელის გადაკვეთიდან

0,8

ივანდიდის ტერიტორიული ორგანოს საზღვრამდე. აღმოსავლეთით ჭანტურიას

 

ქუჩის №100-დან კუხის ტერიტორიული ორგანოს საზღვრამდე.