ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016310
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01
14/02/2017
ვებგვერდი, 15/02/2017
200140030.35.117.016310
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/02/2017 - 31/01/2018)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №01

2017 წლის 14 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის №06 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 23/02/2016წ; სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016288).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი



დანართი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში  სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი)  დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 CN=IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG - არის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისთვის – 1-ს;
დ) C - არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედური ზონისათვის განისაზღვროს – 131-ით.
მუხლი 2
პირველი მუხლის მიხედვით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის   შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1

0,24

131

10.06

 

მუხლი 3
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედურ ზონაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.02 ლარს.
მუხლი 4
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედურ ზონაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.52 ლარს.
მუხლი 5
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედურ ზონაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.03 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი ფასი.