დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 120 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016395 |
|
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ – დანართი №1. 2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №2. 3. დამტკიცდეს „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №3. 4. დამტკიცდეს „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №4. 5. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“ – დანართი №5. 6. დამტკიცდეს „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №7. 7. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი №8. 8. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი N9, „დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმა“ – დანართი №10 და „აღწერის ფორმა“ – დანართი №11.“ 9. შეიქმნას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდეს დანართი №12-ის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი მუხლის:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ – დანართი №1. 2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი № 2 და „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“ - დანართი № 3. 3. 21 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი № 21 . 4. 22 პუნქტით დამტკიცებული „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი № 22 . 5. მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი № 4 და „სოციალური კრიტერიუმი“ - დანართი № 5. 6. მე-4 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი № 6. 7. მე-5 პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება“ – დანართი № 7. 8. მე-6 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი № 8 და „დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმა“ – დანართი № 81 . |
მუხლი 3 |
ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, განხორციელდეს იმ დევნილი ოჯახების თაობაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებზეც ამავე ბრძანების ამოქმედებამდე დასრულებულია მონიტორინგის პროცედურები.
|
მუხლი 4 |
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები