ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ

ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016210
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
31/01/2017
ვებგვერდი, 03/02/2017
010250050.35.106.016210
ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/02/2017 - 28/03/2017)

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2017 წლის 31 იანვარი

ქ.ხობი

 

ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ხობში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნეს შემდეგი საგზაო ნიშნები: 
ა) თამარ მეფის სანაპიროს დასაწყისში (პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე) და  გოგებაშვილისა და თამარ მეფის სანაპიროს კვეთაზე დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა“ 5 ტ-ის ზემოთ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა აკრძალულია (№3.12.-2 ცალი) ;
ბ) მეორე საჯარო სკოლის წინ, ქუჩის ორივე მხარეს დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „დგომა აკრძალულია“; (№3.28-2 ცალი) ;
გ) მოიხსნას ბერიას ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ და დამონტაჟდეს ბერიას ქუჩაზე „თიბისი“ ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით, (№3.1.-1 ცალი.); აგრეთვე ყოფილი „უნივერმაღის“ შენობის უკან ტაქსების გამოსასვლელთან დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით (3.18.2.-1 ცალი) ;
დ) მოიხსნას 9 აპრილის ქუჩაზე სტალინის ქუჩის კვეთასთან საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“ და დამონტაჟდეს 9 აპრილის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის კვეთასთან „მოძრაობა აკრძალულია“ (№3.2.-1 ცალი);
ე) ჭყონდიდელისა და თ. ქაჯაიას ქუჩების გადაკვეთაზე ჭყონდიდელის ორივე მხრიდან დაემატოს საგზაო ნიშანი „სდექ“ მოძრაობა გაუჩერებლად გასვლა აკრძალულია“ (№2.4.-2 ცალი).
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა