„ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016216
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
28/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
010250050.35.106.016216
„ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/03/2017 - 29/06/2017)

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2017 წლის 28 მარტი

ქ. ხობი

 

„ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10.08.2016 წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.106.016204) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლის „გ“-„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) დადგენილების პირველი მუხლის  „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილების პირველი მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ს-ჰ12“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩისა და ცოტნე დადიანის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 3.1) „შესვლა აკრძალულია“;

ტ) ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთამდე საგზაო ნიშანი (№ 3.18.1) „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“;

უ) ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთამდე საგზაო ნიშანი (№ 3.18.2) „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“;

ფ) სტალინის ქუჩაზე სტალინის ქუჩისა და ბერიას ქუჩების გადაკვეთამდე საგზაო ნიშანი (№ 3.18.2) „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“;

ქ) ბერიას ქუჩაზე, ბერიასა და სტალინის ქუჩების კვეთაზე თი-ბი-სი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ნიშანი (№ 3.1.) „შესვლა აკრძალულია“;

ღ) ბერიასა და სტალინის ქუჩების კვეთაზე ბერიას ქუჩის მხრიდან საგზაო ნიშანი (№ 2.4) „დაუთმე გზა“;

ყ) 9 აპრილის ქუჩქაზე 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 5.5) „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“;

შ) 9 აპრილის ქუჩაზე 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.4) „დაუთმე გზა“;

ჩ) ბერიას ქუჩაზე ყოფილი უნივერმაღის შენობის უკან ტაქსების გამოსასვლელთან საგზაო ნიშანი (№ 5.7.2.) „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“;

ც) ბერიას ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან საგზაო ნიშანი (№ 5.5) „ცალმხრივიმოძრაობიანი გზა“;

ძ) ბერიას ქუჩაზე ბერიასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 5.6) „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული“;

წ) თამარ მეფის სანაპიროს დასაწყისში (პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია) საგზაო ნიშანი (№3.12.) „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა 5 ტონაზე ზემოთ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა აკრძალულია“;

ჭ) გოგებაშვილისა და თამარ მეფის სანაპიროს გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 3.12.) „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა 5 ტონაზე ზემოთ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა აკრძალულია“;

ხ) ქ. ხობის №2 საჯარო სკოლის წინ, ქუჩის ორივე მხარეს საგზაო ნიშანი (№ 3.28 2 ცალი) „დგომა აკრძალულია“;

ჯ) ჭყონდიდელისა და თ. ქაჯაიას ქუჩების გადაკვეთაზე ჭყონდიდელის ქუჩის ორივე მხრიდან საგზაო ნიშანი (№2.5.-2 ცალი) „სდექ, გაუჩერებლად გასვლა აკრძალულია“;

ჰ) მშვიდობის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და მშვიდობის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“;

1) ვეკუას ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და ვეკუას ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“;

2) ი. გოგებაშვილის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და ი. გოგებაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№2.3) „დაუთმე გზა;

3) შ. რუსთაველის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და შ. რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“;

4) სტალინის ქუჩის მე-2 შესახვევში, ცოტნე დადიანისა და სტალინის ქუჩის მე-2 შესახვევის გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“;

5) სპორტის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და სპორტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“;

6) ცონტე დადიანის ქუჩაზე, ხობის რაიონული პოლიციის წინ საგზაო ნიშანი (№ 3.27). „გაჩერება აკრძალულია“;

7) 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილის და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“;

8) ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ვაჟა ფშაველასა და ბერიას ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“;

9) თავისუფლების ქუჩაზე, თავისუფლებისა და აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“;

10) სულხან საბას ქუჩაზე, სულხან საბასა და აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“;

11) 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილისა და აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“;

12) თამარ მეფის სანაპიროზე, ცოტნე დადიანისა და თამარ მეფის სანაპიროს გადაკვეთაზე საგზაო ნიშანი (№ 2.3) „დაუთმე გზა“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან, ძალადაკარგულად გამოცხადეს:
ა) ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №11 დადაგენილება;
ბ) „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ქ. ხობში, ბერიასა და 9 აპრილის ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულების შეცვლის გამო, განხორციელდეს შემდეგი საგზაო ნიშნების დემონტაჟი, მათი გადატანისა და შემდგომი გამოყენების მიზნით:
ა) ბერიას ქუჩაზე, ბერიასა და ცოტნე დადიანის ქუჩების კვეთაზე არსებული საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ (№3.1);
ბ) ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და ბერიას ქუჩების კვეთაზე არსებული საგზაო ნიშანი „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ (№3.18.1);
გ) ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ცოტნე დადიანისა და ბერიას ქუჩების კვეთაზე არსებული საგზაო ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ (№3.18.2);
დ) 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების კვეთაზე არსებული საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ (№3.1);
ე) 9 აპრილის ქუჩაზე, 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების კვეთაზე არსებული საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ (№2.4-2 ცალი);
ვ) 9 აპრილის ქუჩაზე არსებული საგზაო ნიშანი „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“ (№5.5);
ზ) 9 აპრილის ქუჩაზე არსებული საგზაო ნიშანი „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული“ (№5.6);
თ) სტალინის ქუჩაზე, სტალინისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული საგზაო ნიშანი „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ (№3.18.1);
ი) სტალინის ქუჩაზე, სტალინისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული საგზაო ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ (№3.18.2);
კ) ბერიას ქუჩაზე არსებული საგზაო ნიშანი „დგომა აკრძალულია“ (№3.28);
ლ) ბერიას ქუჩაზე არსებული საგზაო ნიშანი „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“ (№5.7.1);
მ) ბერიას ქუჩაზე არსებული საგზაო ნიშანი „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“ (№5.5).
მუხლი 4
1. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს დადგენილების პირველი და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისა და დემონტაჟისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
2. ეთხოვოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ამ დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული,  „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილების პირველი მუხლის „ტ“, „უ“ და „ჰ6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთებზე.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა