გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით სარგებლობაში გადაცემისას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით სარგებლობაში გადაცემისას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016309
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
30/01/2017
ვებგვერდი, 02/02/2017
200230000.35.161.016309
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით სარგებლობაში გადაცემისას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/02/2017 - 21/03/2017)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2017 წლის 30 იანვარი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 36-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას წლიური ქირა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 მარტის №18 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი