გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა)სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა)სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016308
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
30/01/2017
ვებგვერდი, 02/02/2017
200230000.35.161.016308
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა)სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/02/2017 - 21/03/2017)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2017 წლის 30 იანვარი

ქ.გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. უძრავ ქონებაზე:

ა) ცენტრალურ ზონაში (ქ. გარდაბნის დავით აღმაშენებლის ქუჩა) – ქონების საბალანსო ღირებულების 10%;

ბ) შუალედურ ზონაში (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) ქონების საბალანსო ღირებულების 5%;

გ) პერიფერიულ ზონაში (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – ქონების საბალანსო ღირებულების 5%.

2. მოძრავ ქონებაზე – ნივთის საბალანსო ღირებულების 5%.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №12 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი