დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 26/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190040.31.056.016047 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
22-უ.ს.რ.ს.
26/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
010190040.31.056.016047
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/01/2017 - 15/01/2018)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 27-ე მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: |
1.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს (შემდგომში –
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრი) ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობისა და საკითხების გადაწყვეტის მიზნით უფლება აქვთ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლებს, საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფათ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა.
|
2.
უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ №68, №69, №70, №71 და №72 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩეული უმაღლესი საბჭოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე, თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ინიშნება არაუმეტეს 2 წარმომადგენელი, ხოლო №73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე, ინიშნება არაუმეტეს 3 წარმომადგენელი.
|
3.
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლების დანიშვნას, არაუმეტეს უმაღლესი საბჭოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების ვადით, უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
4.
უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ №68, №69, №70, №71 და №72 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩეული უმაღლესი საბჭოს თითოეული მაჟორიტარი წევრის წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა (გამოეყოფათ) 1200 ლარი, ხოლო №73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლებს –
1800 ლარი.
|
5.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენელი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს აპარატს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
|
6.
ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხების გაცემა უმაღლესი საბჭოს აპარატმა აწარმოოს 2017 წლის 1 თებერვლიდან. |
7.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 18 აპრილის №52-უ.ს.გ.ს. დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge), 26.04.2013წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010190040.31.056.016034).
|
8.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ჩაქვი, 26 იანვარი 2017 წ. N22-უ.ს.რ.ს. |
2.
04/04/2019 -
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი -
84-უ.ს.რ.ს. -
ვებგვერდი, 10/04/2019
1.
15/01/2018 -
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება -
64-უ.ს.რ.ს. -
ვებგვერდი, 17/01/2018
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 04/04/2019
გამოქ. თარიღი : 10/04/2019
დოკუმენტის ნომერი : 84-უ.ს.რ.ს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
1
მიღების თარიღი : 15/01/2018
გამოქ. თარიღი : 17/01/2018
დოკუმენტის ნომერი : 64-უ.ს.რ.ს.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები