„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 64-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 15/01/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010190040.31.056.016058
64-უ.ს.რ.ს.
15/01/2018
ვებგვერდი, 17/01/2018
010190040.31.056.016058
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის №22 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 27.01.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010190040.31.056.016047) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს (შემდგომში – უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრი) ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობისა და საკითხების გადაწყვეტის მიზნით უფლება აქვთ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლებს შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფათ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა.“.

2. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლებთან, არაუმეტეს უმაღლესი საბჭოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების ვადით, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ №68, №69, №70, №71 და №72 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩეული უმაღლესი საბჭოს თითოეული მაჟორიტარი წევრის წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) შრომის ანაზღაურებისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა (გამოეყოფათ) 1200 ლარი, ხოლო №73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლებს –  1800 ლარი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

ჩაქვი,

15 იანვარი 2018 წ.

N64-უ.ს.რ.ს.