„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 26/01/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016101
3
26/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
010240060.57.069.016101
„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №3

2017 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) კითხვარი, რომელსაც ელექტრონულად ავსებს შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მიზნით (დანართი №5).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ტენდერი გამოცხადებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს სატენდერო განცხადების სისტემაში გამოქვეყნებიდან სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს. მხოლოდ აღნიშნულ ეტაპზე აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება, შეიტანოს ცვლილება სატენდერო პირობებში (გარდა ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტისა);“;

ბ) მე-8 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სატენდერო განცხადებასთან ერთად აუცილებელია სისტემაში განთავსდეს სატენდერო დოკუმენტაცია, აგრეთვე აიტვირთოს სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი. ამავდროულად, ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით უნდა დამტკიცდეს სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო პირობების პროექტი.“;

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) პირველ პუნქტის:

გ.ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხელშეკრულების პროექტს;“;

გ.ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრული საგარანტიო ვადა.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე. დაუშვებელია ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება.“;

გ.გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში თავსდება ელექტრონულად. ამ მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია ავსებს ამ წესის დანართი №5-ით განსაზღვრულ კითხვარს, რომელიც გენერირებულია სისტემაში.  ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ორეტაპიანი ტენდერისა და ამ წესის 266 მუხლის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით ტენდერის გამოცხადებაზე.

4. დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს რეკვიზიტების სახით ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც ასახულია სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.“;

დ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.   საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნა შესაძლებელია პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია არ შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული სატენდერო დოკუმენტაციაში, ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით.“;

ე) მე-14 მუხლის:

ე.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. სატენდერო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი სატენდერო კომისიის დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერისთანავე უნდა აიტვირთოს სისტემაში.“;

ე.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.“;

ვ) 21-ე მუხლის:

ვ.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-ის ჩათვლით – თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.“;

ვ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი ნაკლებია 200 000 ლარზე, დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციაში დასაბუთებულია, თუ შესყიდვის ობიექტის რა თავისებურებამ განაპირობა გარანტიის მოთხოვნა.“.

3. ბრძანებას დაემატოს ამ ბრძანებას თანდართული შინაარსის დანართი №5.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე