ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-5
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016361
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-5
20/01/2017
ვებგვერდი, 25/01/2017
310060000.35.101.016361
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/01/2017 - 16/02/2018)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1-5

2017 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და 75-ე მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის №50.11.1057 განკარგულების პირველი პუნქტით დადგენილი საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები, დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (რუსთავი-თბილისის მარშრუტი) დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M2 კატეგორიის ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.16.1468 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი




დანართი

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები

რიგითი №

მარშრუტების დისლოკაციის ადგილები

მარშრუტების მოძრაობის სქემები

1

თბილისის სახ.უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი

რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) - ვახტანგ გორგასალის ქ. - მტკვრის მარჯვენა სანაპირო - გმირთა მოედანი (შემოსვლა „ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - მერაბ კოსტავას ქ. - პეკინის ქ. - ვაჟა-ფშაველას გამზირი - პეტრე ქავთარაძის ქ. - უნივერსიტეტის ქ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი  

უკუმიმართულება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი - უნივერსიტეტის ქ. - პეტრე ქავთარაძის ქ. - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი - პეკინის ქ. - გმირთა მოედანი - მტკვრის მარჯვენა სანაპირო (ჩასვლა „ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - ვახტანგ გორგასალის ქ. - რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)

2

მ/ს "დიდუბე" (ქვედა გასასვლელი)

რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) - ვახტანგ გორგასალის ქ. - მტკვრის მარჯვენა სანაპირო - გმირთა მოედანი (შემოსვლა „ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - თამარ მეფის გამზირი - დავით აღმაშენებლის გამზირი - გოგი ცაბაძის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - მ/ს "დიდუბე" (ქვედა გასასვლელის მიმდებარედ)  

უკუმიმართულება: მ/ს „დიდუბე" (ქვედა გასასვლელის მიმდებარედ) - წერეთლის გამზირი - გოგი ცაბაძის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი - მტკვრის მარჯვენა სანაპირო (ჩასვლა „ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - ვახტანგ გორგასალის ქ. - რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)

3

მ/ს „დიდუბე"   (ზედა გასასვლელი) (თორნიკე ერისთავის ქ. №1)

რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) - ვახტანგ გორგასალის ქ. - მტკვრის მარჯვენა სანაპირო - გმირთა მოედანი (შემოსვლა „ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - მერაბ კოსტავას ქ. - სააკაძის მოედანი - გიორგი სააკაძის დაღმართი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - დავით ყიფიანის ქ. - გოგი ცაბაძის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - თორნიკე ერისთავის ქ. №1 (მ/ს "დიდუბე" (ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორია)

უკუმიმართულება: თორნიკე ერისთავის ქ. №1 (ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორია) - აკაკი წერეთლის გამზირი - გოგი ცაბაძის ქ. - დავით ყიფიანის ქ. - ქუთაისის ქ. - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - გიორგი სააკაძის დაღმართი - გიორგი სააკაძის მოედანი - მერაბ კოსტავას ქ. - მიროტაძის ქ. - პეკინის ქ. - მერაბ კოსტავას ქ. - გმირთა მოედანი - მტკვრის მარჯვენა სანაპირო (ჩასვლა „ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - ვახტანგ გორგასალის ქ. - რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)

4

სადგურის მოედანი (~თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ)

რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) - ვახტანგ გორგასალის ქ. - მტკვრის მარჯვენა სანაპირო - გმირთა მოედანი (შემოსვლა „ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - თამარ მეფის გამზირი - სადგურის მოედანი („თბილისი ცენტრალი"-ს პირველი და მეორე სართულის მიმდებარე ტერიტორია)   

უკუმიმართულება: სადგურის მოედანი (~თბილისი ცენტრალის“ პირველი და მეორე სართულის მიმდებარე ტერიტორია) - სადგურის მოედანი (ჩამოსვლა „თბილისი ცენტრალის“ მეორე სართულის მიმდებარე ტერიტორიიდან პანდუსის გავლით ან გამოსვლა „თბილისი ცენტრალი"-ს პირველი სართულის მიმდებარე ტერიტორიიდან - სადგურის მოედანი №3/32 -ის მიმდებარე ტერიტორია) - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი - მტკვრის მარჯვენა სანაპირო (ჩასვლა "ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - ვახტანგ გორგასალის ქ. - რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)

5

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორია

რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) - ვახტანგ გორგასალის ქ. - იალბუზის ქ. - ბოჭორმის ქ. - ლეხ კაჩინსკის ქ. - ქეთევან წამებულის გამზირი - მოსკოვის გამზირი - ჯავახეთის ქ. - მ/ს „ვარკეთილი" - ჯავახეთის ქ. - კუპრაძის ქ. - „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” -ს მიმდებარე ტერიტორია (ვარკეთილის IV მ/რაიონი)

უკუმიმართულება: „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” -ს მიმდებარე ტერიტორია (ვარკეთილის IV მ/რაიონი) - კუპრაძის ქ. - ჯავახეთის ქ. - მოსკოვის გამზირი - ქეთევან დედოფლის გამზირი - ნავთლუღის ქ. - ბაღდადის ქ. - გულიას ქ. - გულიას მოედანი - ვახტანგ გორგასალის ქ. - რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)

6

,,ლილო მოლი"

კახეთის გზატკეცილი (შემოსვლა ლოჭინის ხიდების მხრიდან) - ,,ლილო მოლი" (მიმდებარედ)

უკუმიმართულება: ,,ლილო მოლი" (მიმდებარედ) - კახეთის გზატკეცილი (გასვლა ლოჭინის ხიდების მხრიდან)

7

მოსკოვის გამზირი №2

გარდაბნის გზატკეცილი (სადგური „ველი") - ქინძმარაულის ქ. - მოსკოვის გამზირი - მოსკოვის გამზირი №2 (ავტოსადგური)

უკუმიმართულება: მოსკოვის გამზირი №2 (ავტოსადგური) - ქინძმარაულის ქ. - გარდაბნის გზატკეცილი - გარდაბნის გზატკეცილი (სადგური "ველი")

8

ხიზანიშვილისა და ვასაძის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ

რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) - ვახტანგ გორგასალის ქ. - მტკვრის მარჯვენა სანაპირო - გმირთა მოედანი (შემოსვლა „ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - თამარ მეფის გამზირი - გიორგი კვინიტაძის ქ. - მტკვრის მარცხენა სანაპირო - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - მ/ს "დიდუბე" (ქვედა გასასვლელი) - მტკვრის მარცხენა სანაპირო - ფეიქრების ქ. - შეშელიძის ქ. - ხიზანიშვილის ქ. (გლდანის I-II მ/რ, გლდანის "ა" მ/რ.) - ხიზანიშვილისა და ვასაძის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ.

უკუმიმართულება: ხიზანიშვილისა და ვასაძის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ - ვასაძის ქ. - შეშელიძის ქ. - ფეიქრების ქ. - მტკვრის მარცხენა სანაპირო - მ/ს „დიდუბე" (ქვედა სადგური) - აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - გიორგი სააკაძის დაღმართი - სააკაძის მოედანი - მერაბ კოსტავას ქ. - მიროტაძის ქ. - პეკინის ქ. - მერაბ კოსტავას ქ. - გმირთა მოედანი - მტკვრის მარჯვენა სანაპირო (ჩასვლა "ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - ვახტანგ გორგასალის ქ. - რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)

9

მიროტაძის ქ. №6-8-ის მიმდებარედ („მორკინალის" მიმდებარედ)

რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) - ვახტანგ გორგასალის ქ. - მტკვრის მარჯვენა სანაპირო - გმირთა მოედანი (შემოსვლა „ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - მერაბ კოსტავას ქ. - მიროტაძის ქ. (№6-8-ის მიმდებარედ)   

უკუმიმართულება: მიროტაძის ქ. (№6-8-ის მიმდებარედ) - მერაბ კოსტავას ქ. (მობრუნება სააკაძის მოედანზე) - მიროტაძის ქ. - პეკინის ქ. - მერაბ კოსტავას ქ. - გმირთა მოედანი - მტკვრის მარჯვენა სანაპირო (ჩასვლა „ლაგუნა ვერეს" მხრიდან) - ვახტანგ გორგასალის ქ. - რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)

10

„ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორია (კახეთის

გზატკეცილი)

კახეთის გზატკეცილი (შემოსვლა ლოჭინის ხიდების მხრიდან) - „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორია (კახეთის გზატკეცილი).  

უკუმიმართულება: „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორია (კახეთის გზატკეცილი) - კახეთის გზატკეცილი (გასვლა ლოჭინის ხიდების მხრიდან).