„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16-64
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.017457
16-64
07/08/2026
ვებგვერდი, 10/08/2026
310060000.35.101.017457
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16-64

2026 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №1-5 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 25/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016361) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე



დანართი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტები

 

რიგითი

მარშრუტების დისლოკაციის ადგილები

მარშრუტების სქემები

1

სახ. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი

ცოტნე დადიანის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ვახტანგ გორგასლის ქ. – დიმიტრი გულიას მოედანი – გია გულუას ქ. – მარჯვენა სანაპირო – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – გმირთა მოედანი – კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი – გიორგი სააკაძის მოედანი – ჟიული შარტავას ქ. – ანა კალანდაძის ქ. – პეკინის გამზირი – ვაჟა ფშაველას გამზირი – პეტრე ქავთარაძის ქ. – უნივერსიტეტის ქ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი.

უკუმიმართულება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი – უნივერსიტეტის ქ. – პეტრე ქავთარაძის ქ. – ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი – პეკინის გამზირი – კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი – გმირთა მოედანი – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – ვახტანგ გორგასალის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ცოტნე დადიანის ქ.

2

მ/ს „დიდუბე“ (ქვედა გასასვლელი)

ცოტნე დადიანის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ვახტანგ გორგასლის ქ. – დიმიტრი გულიას მოედანი – გია გულუას ქ. – მარჯვენა სანაპირო – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – გმირთა მოედანი – თამარ მეფის გამზირი – დავით აღმაშენებლის გამზირი – გოგი ცაბაძის ქ. – აკაკი წერეთლის გამზირი – მ/ს „დიდუბე“ (ქვედა გასასვლელის მიმდებარედ)

უკუმიმართულება: მ/ს „დიდუბე“ (ქვედა გასასვლელის მიმდებარედ) – წერეთლის გამზირი – გოგი ცაბაძის ქ. – დავით აღმაშენებლის გამზირი – თამარ მეფის გამზირი – გმირთა მოედანი – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – ვახტანგ გორგასალის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ცოტნე დადიანის ქ.

3

მ/ს „დიდუბე“ (ზედა გასასვლელი) (თორნიკე ერისთავის ქ. №1)

ცოტნე დადიანის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ვახტანგ გორგასალის ქ. – დიმიტრი გულიას მოედანი – გია გულუას ქ. – მარჯვენა სანაპირო – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – გმირთა მოედანი – კონსტანტინე გამსახურიდიას გამზირი – გიორგი სააკაძის მოედანი – გიორგი სააკაძის დაღმართი – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. – დავით ყიფიანის ქ. – გოგი ცაბაძის ქ. – აკაკი წერეთლის გამზირი – თორნიკე ერისთავის ქ. №1 (მ/ს „დიდუბე“ (ზედა გასასვლელი)

უკუმიმართულება: თორნიკე ერისთავის ქ. №1 (მ/ს „დიდუბე“ (ზედა გასასვლელი) – აკაკი წერეთლის გამზირი – გოგი ცაბაძის ქ. – დავით ყიფიანის ქ. – ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი – გიორგი სააკაძის დაღმართი – გიორგი სააკაძის მოედანი – ვახტანგ ჭაბუკიანის ქ. – პეკინის გამზირი – კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი – გმირთა მოედანი – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – ვახტანგ გორგასლის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ცოტნე დადიანის ქ.

4

სადგურის მოედანი („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ)

ცოტნე დადიანის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ვახტანგ გორგასლის ქ. – დიმიტრი გულიას მოედანი – გია გულუას ქ. – მარჯვენა სანაპირო – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – გმირთა მოედანი – თამარ მეფის გამზირი – სადგურის მოედანი (~თბილისი ცენტრალის" პირველი და მეორე სართულის მიმდებარე ტერიტორია)  

უკუმიმართულება: სადგურის მოედანი („თბილისი ცენტრალის“ პირველი და მეორე სართულის მიმდებარე ტერიტორია) – სადგურის მოედანი (ჩამოსვლა „თბილისი ცენტრალის“ მეორე სართულის მიმდებარე ტერიტორიიდან პანდუსის გავლით ან გამოსვლა „თბილისი ცენტრალის“ პირველი სართულის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადგურის მოედანი №3/32 -ის მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრაობა თამარ მეფის გამზირის მიმართულებით) – თამარ მეფის გამზირი – გმირთა მოედანი – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – ვახტანგ გორგასლის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ცოტნე დადიანის ქ.

5

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორია

ცოტნე დადიანის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ვახტანგ გორგასლის ქ. – დიმიტრი გულიას მოედანი – გია გულუას ქ. – 300 არაგველის ხიდი – ნოე ჟორდანიას სანაპირო – იალბუზის ქ. – ბოჭორმის ქ. – ლეხ კაჩინსკის ქ. – ქეთევან წამებულის გამზირი – მოსკოვის გამზირი – ჯავახეთის ქ. – მ/ს „ვარკეთილი“ – ჯავახეთის ქ. – კუპრაძის ქ. – „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორია (ვარკეთილის IV მ/რაიონი)

უკუმიმართულება: „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორია (ვარკეთილის IV მ/რაიონი) – კუპრაძის ქ. – ჯავახეთის ქ. – მოსკოვის გამზირი – ქეთევან დედოფლის გამზირი – ნავთლუღის ქ. – რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. – დიმიტრი გულიას ქ. – დიმიტრი გულიას მოედანი – ვახტანგ გორგასლის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ცოტნე დადიანის ქ.

6

ლილოს ბაზრობა

კახეთის გზატკეცილი (შემოსვლა ლოჭინის ხიდების მხრიდან) – ლილო მოლი (მიმდებარედ) უკუმიმართულება: ლილო მოლი (მიმდებარედ) – კახეთის გზატკეცილი (გასვლა ლოჭინის ხიდების მხრიდან)

7

მოსკოვის გამზირი №2

სადგურ „ველი“ – გარდაბნის გზატკეცილი – ქინძმარაულის ქ. – მოსკოვის გამზირი – მოსკოვის გამზირი №2 (ავტოსადგური)

უკუმიმართულება: მოსკოვის გამზირი №2 (ავტოსადგური) – ქინძმარაულის ქ. – გარდაბნის გზატკეცილი – სადგურ „ველი“

8

ხიზანიშვილისა და ვასაძის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ

ცოტნე დადიანის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ვახტანგ გორგასლის ქ. – დიმიტრი გულიას მოედანი – გია გულუას ქ. – მარჯვენა სანაპირო – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – გმირთა მოედანი – თამარ მეფის გამზირი – გენერალ კვინიტაძის ქ. – კოსმონავტების სანაპირო – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. – აკაკი წერეთლის გამზირი – მ/ს „დიდუბე“ – ნონა გაფრიდაშვილის ქ. – ფეიქრების ქ. – თენგიზ შეშელიძის ქ. – ილია ვეკუას ქ. (გლდანის I – II მ/რ, გლდანის „ა“ მ/რ) – ომარ ხიზანიშვილისა და ვასაძის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ.

უკუმიმართულება: ხიზანიშვილისა და აკაკი ვასაძის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ – თენგიზ შეშელიძის ქ. – ფეიქრების ქ. – ნონა გაფრინდაშვილის ქ. – შოთა შალიკაშვილის ხიდი – აკაკი ბაქრაძის ქ. – გრიგოლ რობაქიძის გამზირი – შოთა შალიკაშვილის ხიდი – მ/ს „დიდუბე“ – აკაკი წერეთლის გამზირი – ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი – გიორგი სააკაძის დაღმართი – გიორგი სააკაძის მოედანი – ვახტანგ ჭაბუკიანის ქ. – პეკინის გამზირი – კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი – გმირთა მოედანი – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – ვახტანგ გორგასლის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ცოტნე დადიანის ქ.

9

მიროტაძის ქ. №6-8-ის მიმდებარედ („მორკინალის“ მიმდებარედ)

ცოტნე დადიანის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ვახტანგ გორგასლის ქ. – დიმიტრი გულიას მოედანი – გია გულუას ქ. – მარჯვენა სანაპირო – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – გმირთა მოედანი – კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი – გიორგი მიროტაძის ქ. (№6-8-ის მიმდებარედ)

უკუმიმართულება: გიორგი მიროტაძის ქ. (№6-8-ის მიმდებარედ) – კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი – გიორგი სააკაძის მოედანი – ვახტანგ ჭაბუკიანის ქ. – პეკინის გამზირი – ზვიად გამსახურდიას გამზირი – გმირთა მოედანი – ზვიად გამსახურდიას სანაპირო – ვახტანგ გორგასლის ქ. – რუსთავის გზატკეცილი – ცოტნე დადიანის ქ.

10

„ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორია (კახეთის გზატკეცილი)

კახეთის გზატკეცილი (შემოსვლა ლოჭინის ხიდების მხრიდან) – „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორია (კახეთის გზატკეცილი).

უკუმიმართულება: „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორია (კახეთის გზატკეცილი) – კახეთის გზატკეცილი (გასვლა ლოჭინის ხიდების მხრიდან).

 

შენიშვნა: ამ დანართით დამტკიცებული მარშრუტები არ მოიცავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლს (,,BUS LANE”), გარდა დანართში რიგითი №2-ით განსაზღვრული მარშრუტისა (მარშრუტი, თამარ მეფის გამზირიდან გოგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას იმოძრავებს დავით აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთზე „BUS LANE“-ში). დანართის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.