დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 224 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 15/06/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.002.002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/06/2004 - 14/06/2013)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №224
2004 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი (შემდგომში – თეატრი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.
4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს თეატრის დაფინანსება.
5. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება თეატრისათვის შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები