„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №224 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016813
448
14/06/2013
ვებგვერდი, 14/06/2013
040030000.08.002.016813
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №224 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №448

2013 წლის 14 ივნისი

ქ.თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №224 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №224 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №61, მუხ. 531) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).“;

გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“.

დ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი