„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019719
11
13/01/2017
ვებგვერდი, 17/01/2017
040030000.10.003.019719
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2017 წლის 13 იანვარი

 ქ. თბილისი

„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 040030000.10.003.018345) შეტანილ იქნეს ცვლილება და: 

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ყოველწლიურად მათი ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება უზრუნველყონ თანდართული ფორმით (დანართი №1), არაუგვიიანეს შესაბამისი წლის 1 თებერვლისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით თანდართული ფორმით (დანართი №2).“.

2. მე-2 მუხლისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეთანხმებული ბიუჯეტის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ცვლილება კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების ფარგლებში, თუ აღნიშნული ცვლილებები ჯამურად არ აღემატება შეთანხმებული ბიუჯეტის 10%-ს ან/და არ ზრდის შრომის ანაზღაურების მუხლს, ხოლო თუ ცვლილებები აღემატება შეთანხმებული ბიუჯეტის 10%-ს ან/და ზრდის შრომის ანაზღაურების მუხლს, ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით  (№2 დანართის შესაბამისად);

დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის ცვლილება, თუ იგი არ იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის ზრდას ან/და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ზრდას, ხოლო თუ იგი იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის ზრდას ან/და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ზრდას, ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით (№2 დანართის შესაბამისად).“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, შეთანხმებული ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდის ცვლილების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით (№2 დანართის შესაბამისად).“.

4. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №2

მუხლი 2
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დებულებების აღსრულების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებები არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულმა იმ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, სადაც მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, მათი ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2017 წლის 1 მარტისა.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი