დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს პრეზიდნტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე`` | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 220 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 13/06/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 14/06/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.210.040.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №220
2004 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №17, მუხ. 167) დამტკიცებული ადმინისტრაციის დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები