დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019711 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
3
11/01/2017
ვებგვერდი, 13/01/2017
040030000.10.003.019711
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/01/2017 - 05/08/2019)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოქმედებითი საქართველო. |
| მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოქმედებითი საქართველო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის უფლებამონაცვლედ. |
| მუხლი 3 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2014, 040030000.10.003.018317) და ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის მე-15 პუნქტი. |
| მუხლი 4 |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლი. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 5 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შემოქმედებითმა საქართველომ უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები