საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2729
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022886
  • Word
2729
29/12/2016
ვებგვერდი, 16/01/2017
000000000.00.003.022886
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2729

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ (შემდგომში − კომისიის) 2016 წლის 27 დეკემბრის სხდომის №1 ოქმის გათვალისწინებით:

1. სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრისათვის სეისმური და გეოდეზიური ქსელის განახლებისათვის საჭირო აპარატურის შესყიდვისა და სეისმურ მონაცემთა ცენტრის ოთახის სარემონტო სამუშაოების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით:

ა) მოწონებულ იქნეს სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადება, სეისმური და გეოდეზიური ქსელის გასაახლებლად საჭირო აპარატურის/ტექნიკის შესყიდვასა და სეისმურ მონაცემთა ცენტრის ოთახის სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით დაფინანსდეს სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სეისმური და გეოდეზიური ქსელის გასაახლებლად საჭირო აპარატურის/ტექნიკის შესყიდვა და სეისმურ მონაცემთა ცენტრის ოთახის სარემონტო სამუშაოები.აღნიშნული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს არა უმეტეს 291,952.60 ლარით, კერძოდ:

ა.ა) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმური და გეოდეზიური ქსელის გასაახლებლად საჭირო აპარატურის/ტექნიკის შესყიდვა − არა უმეტეს 222,256.60 ლარით;

ა.ბ) სეისმურ მონაცემთა ცენტრის ოთახის სარემონტო სამუშაოების ჩატარება  − არა უმეტეს 69,696 ლარით;

ბ) კომისიის მიერ მიღებული საერთო რეკომენდაციის გათვალისწინებით, სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმური და გეოდეზიური ქსელის გასაახლებლად საჭირო აპარატურისა და ტექნიკის შესყიდვისა და სეისმურ მონაცემთა ცენტრის ოთახის სარემონტო სამუშაოებისათვის დაფინანსება განახორციელოს 2015 წლის 17 დეკემბერს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის №01/162-145 გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული დაფინანსებიდან;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან დაკავშირებით, სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს მიმდინარე საჭიროებაზე მორგებული ჩასატარებელი სამუშაოების განახლებული ხარჯთაღრიცხვა;

დ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №2698 განკარგულების საფუძველზე, სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, საჭიროების შემთხვევაში, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად;

ე) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით;

ვ) მიეცეს უფლება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;

ზ) სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არ არსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან;

თ) საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გადარიცხული თანხებიდან, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე არსებული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველ რიგში განახორციელოს თავისუფალი ნაშთის მიმართვა მიმდინარე და ახალი პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მოახდინოს ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება.

2. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტისათვის ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკისა და საკონფერენციო (სატრანსლაციო) ტექნიკის შესყიდვისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით:

ა) მოწონებულ იქნეს სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადება, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკისა და საკონფერენციო (სატრანსლაციო) ტექნიკის შესყიდვის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით დაფინანსდეს სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკისა და საკონფერენციო (სატრანსლაციო) ტექნიკის შესყიდვისათვის;

ბ) აღნიშნული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს არაუმეტეს 331,210 ლარით, კერძოდ:

ბ.ა) ავეჯის შესყიდვა – არაუმეტეს 188,675 ლარით;

ბ.ბ) კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა – არაუმეტეს 45,200 ლარით;

ბ.გ) საკონფერენციო (სატრანსლაციო) ტექნიკის შესყიდვა – არაუმეტეს 97,335 ლარით;

გ) კომისიის მიერ მიღებული საერთო რეკომენდაციის გათვალისწინებით, სსიპ – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკისა და საკონფერენციო (სატრანსლაციო) ტექნიკის შესყიდვისათვის საჭირო დაფინანსება განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გადარიცხული თანხების ნაშთებიდან;

დ) საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები საჭიროების შემთხვევაში სსიპ –საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდეს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად;

ე) დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან;

ვ) მიეცეს უფლება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;

ზ) საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გადარიცხული თანხებიდან, სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ანგარიშზე არსებული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, სსიპ – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველ რიგში განახორციელოს თავისუფალი ნაშთის მიმართვა მიმდინარე და ახალი პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მოახდინოს ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსება.

3. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №1 სასწავლო კორპუსში პირველი სართულის სრული რეაბილიტაციის, №2 სასწავლო კორპუსის ცენტრალური გათბობის მოწყობის, №2 სასწავლო კორპუსის გაზმომარაგების სისტემის მოწყობის და №1 და №2 სასწავლო კორპუსებში სახანძრო წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაციის მიზნით დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით:

ა) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან დაფინანსდეს ქვემოთ მოყვანილი საკითხები შემდეგი პირობებით:

ა.ა) №2 სასწავლო კორპუსის ცენტრალური გათბობის მოწყობა – არაუმეტეს 150,520 ლარით; 

ა.ბ) №2 სასწავლო კორპუსის გაზმომარაგება – არაუმეტეს 25,000 ლარით;

ა.გ) №1 და №2 სასწავლო კორპუსში სახანძრო სისტემისათვის საჭირო წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია – არაუმეტეს 67,120 ლარით;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ა“, ,,ა.ბ“ და ,,ა.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაფინანსება განხორციელდეს დამდგარი საჭიროების შესაბამისად, რომელიც სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დადასტურებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებითა და დოკუმენტაციით;

გ) დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით;

დ) მიეცეს უფლება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;

ე) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არ არსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსების გამოყოფა პროგრამიდან „უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                               გიორგი კვირიკაშვილი