გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016298
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
09/01/2017
ვებგვერდი, 11/01/2017
010250050.35.166.016298
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/01/2017 - 17/02/2017)

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2017 წლის 9 იანვარი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიეტტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამა და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი №1 – პროგრამა; დანართი №2 – ბიუჯეტი;  დანართი №3 – თანადაფინანსების  კრიტერიუმები სამედიცინო მომსახურებაში; დანართი №4 – ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად – დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.

 

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”  გურჯაანის მუნიციპალიტეტს საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილება: www.matsne.gov.ge, 11/01/2016,  010250050.35.166.016251)
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზვიად ყვირალაშვილი



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური

დახმარების 2017 წლის პროგრამა

 


თავი I
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში  – „პროგრამა”) განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017  წლის ბიჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის” პროგრამის მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.

 


მუხლი 2. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანია

ა) აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;

ბ) სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;

გ) სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვლევა.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;

გ) ახალშობილთა ოჯახების დახმარება;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება;

ე) მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა;

ვ) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;

ზ) ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება;

თ) ობოლ და სოციალურად დაუცველი სტუდენტთა სწავლების თანადაფინანსება.

 


მუხლი 3. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:

1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა;

2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;

3. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება;

4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა;

5. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;

6. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.


თავი II
სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

მუხლი 4. სოციალური დახმარების პრიორიტეტები
სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:

1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მამა) რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება;

3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი;

4. მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების დახმარება, მეორე მსოფლიო ომში მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ­– დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის;

5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება,

6. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად;

7. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა;

8. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება;

9. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება;

10. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით;

11. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით;

12. შეზღუდული შესაძლებლობის (პირველი ჯგუფის ინვალიდი) სტატუსის მქონე ოჯახის დახმარება დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით.

13. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის დენის გადასახადის მიზნით; დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია, ლოგოპედის ყოველთვიური მომსახურების დაფინანსება;

14. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის დახმარება;

15. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარი;

16. დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება;

17. პირს, რომელიც საჭიროებს აუცილებელ და გადაუდებელ დახმარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული სოცპაკეტში, დახმარება გაეწევა სოციალურ საკითხთა კომისიის შებამისი დასკვნის საფუძველზე;

18. 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება;

19. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რებილიტაციისათვის  მგზავრობის ხარჯი;

20. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა.


მუხლი 5. სოციალური ღონისძიებები
სოციალური ღონისძიებებია:

1 მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა;

2. ჯანდაცვის ღონისძიებების – გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება;

3. ონკოლოგიურ ავადმყოფთა მედიკამენტებით, გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება;

4. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა;

5. იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;

6. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება;

7. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა – სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პროექტებისა და ჰუმენიტარული პროგრამების განხორციელების მიზნით.

 


თავი III
სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

მუხლი 6. სოციალური დახმარების დაფინანსება
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 1240000 ლარი.

მუხლი 7. მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).

 


მუხლი 8. სოციალური დახმარების დაუშვებლობა
დაუშვებელია სოციალური დახმარების გაწევა სამედიცინო კუთხით იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ კონკრეტული სახის დახმარება წელიწადში ერთხელ მაინც. გამონაკლისს წარმოადგენენ ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებზეც შესაძლებელია დახმარების გაწევა წელიწადში მეორედაც.

მუხლი 9. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
სოცილაური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

დ) აბონენტის ნომერი.

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

ე) ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მომართვა;

დ) აბონენტის ნომერი.

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე)აბონენტის ნომერი.

4. მარტოხელა დედის ოჯახი, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი:

ა) განცხადება,

ბ) დედის პირადობის მოწმობის ასლი,

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

დ)აბონენტის ნომერი.

5. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის ანგარიშის  ნომერი.

6. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის ანგარიშის  ნომერი.

7. მარტოხელა დედისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) აბონენტის ნომერი.

8. მეორე მსოფლიო ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში მებრძოლთა ოჯახისათვის (დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის):

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ცნობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ხარჯის გამწევის თაობაზე;

ვ)ანგარიშის ნომერი პასუხისმგებელი პირის.

9. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს  სამედიცინო დახმარებას:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;

ე) ამონაწერი სოც. დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზიდან.

10. სოციალურად დაუცველი  და ობოლი სტუდენტების  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსებისთვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის  (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) სტუდენტის მოწმობა;

ვ) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშის ნომერი;

ზ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ;

თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

11. დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;“

ე)  ანგარიშფაქტურა.


მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა 
1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მამა) რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება – ერთჯერადად 50 ლარის ოდენობით.

3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ყოველ მეოთხე და მომდევნო ბავშვზე.

4. მეორე მსოფლიო ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში მებრძოლთა ოჯახების დახმარება – 500ლარი, ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში – დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარის ოდენობით.

5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა (თუ საჭიროა  სამედიცინო დახმარება, კვლევა, მკურნალობა, ოპერაცია) დამოკიდებულია სამედიცინო დახმარების ღირებულებაზე და განისაზღვრება დანართი 3 -ის    შესაბამისად.

6.ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად, დამოკიდებულია მედიკამენტების ღირებულებაზე და დანართი 4-ის  შესაბამისად:

 

7 . ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა;

8. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება – 300 ლარის ოდენობით.

9. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარების ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ გამგეობის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნის გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა;

10. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინის ქირის გადახდა არაუმეტეს 100 ლარისა თვეში.

11. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით, განისაზღვრება 1 ბავშვზე 8 ლარის ოდენობით, ხოლო 2 ბავშვზე 12 ლარის ოდენობით;

12. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქრი – 200 ლარის ოდენობით;

13. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების ოდენობა დამოკიდებულია ამ პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო პუნქტამდე არსებულ მანძილზე და განისაზღვრება თვეში 20 ლარიდან 50 ლარამდე.

14. დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია, ლოგოპედის მომსახურებისათვის გაიცემა თვეში 60-დან 150 ლარამდე,  საჭიროების გათვალისწინებით.

15. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება – 500 ლარის ოდენობით.

 

 

 


მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისია.

2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

4. სოციალური დახმარების გაწევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.


თავი IV
დასკვნითი დებულებები

 


მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი 
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.

2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისია.

3. სამედიცინო კვლევის ან სტაციონარული მომსახურების გაწევის თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე წარმოდგენილ ანგარიშფაქტურაში მითითებულ რეკვიზიტებზე.

4. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.

5 ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში.


მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:

1. საორგანიზაციო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სოც. განვითარების სამსახური.

2. საფინანსო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოც. განვითარების სამსახური.

 


მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 15. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება ადგილობრივი მედია-საშუალებებისა (რადიო, ტელევიზია) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

მუხლი 16. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:

1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა;

3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა;

4. პროგრამის განხორციელების ვადები.


მუხლი 17. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად:

1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი;

2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას;

3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები;

4. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა;

5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი

 

 

 

სოციალური

დახმარების

მოცულობა / ლარი/

 

 

 

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა

 

დასახელება

 

ერთ ბენეფიციარზე

სულ

რეალიზაციის ვადა

1

უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

200

 

170000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება

 

 

85000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

3

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის:

 

 

100000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

4

უკიდურესად გაჭირვებულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

 

50

 

წელიწადში ერთხელ 65 000-დან 120 000-მდე,

5

ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სატრანსპორტო ხარჯების დაფინანსება

 

20-50

 

ყოველთვიურად

6

ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი

 

8

 

ყოველთვიურად

7

ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი

 

12

 

ყოველთვიურად

8

მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი

 

8

 

ყოველთვიურად

9

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირის ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადი

 

8

 

ყოველთვიურად

10

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადი

 

8

 

ყოველთვიურად

11

100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

 

200

 

წელიწადში ერთხელ

12

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რებილიტაციისათვის მგზავრობის ხარჯი

 

100

 

ყოველთვიურად

13

ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება სამედიცინო კუთხით. მათ შორის:

 

 

290000

პროგრამის შესაბამისად

14

ეკონომიურად გაჭირვებული ავადმყოფების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად

 

არაუმეტეს 100 ლარი

 

პროგრამის შესაბამისად 0-დან 120000-მდეა.“;

15

სამედიცინო კვლევებისა და სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება

 

არაუმეტეს 500 ლარი

 

პროგრამის შესაბამისად 0-დან 160000-მდეა.“;

16

ოჯახი, სადაც სამი და მეტი ეპილეფსიით დავადებულია მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა

 

60-80ლარი

 

ყოველთვიურად

17

A-ტიპის დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება

 

35-70 ლარი

 

ყოველთვიურად

18

ოჯახი, რომლის არასრულწლოვან წევრს აქვს სამი ან მეტი დაავადება

 

100 ლარი

 

ყოველთვიურად

19

ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, მათ შორის:

 

 

40

პროგრამის შესაბამისად

20

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება

 

არაუმეტეს 5000 ლარი

25000

პროგრამის შესაბამისად

21

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბინის ქირის გადასახადი

 

არაუმეტეს 100 ლარი

15

პროგრამის შესაბამისად

22

ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

 

300 ლარი

220

პროგრამის შესაბამისად

23

მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება

113

100 ლარი ყოველ მე-4 და მომდევნო არასრულწლოვან ბავშვზე

160

ყოველთვიურად

24

მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება

 

 

2000

პროგრამის შესაბამისად

25

/გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის/

 

250

 

პროგრამის შესაბამისად

26

2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება

 

500

 

წელიწადში ერთხელ

27

უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი

 

250

3000

პროგრამის შესაბამისად

28

ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება

 

500

20

პროგრამის შესაბამისად ობოლი და 0-დან 150000-მდეა

29

ეკონომიურად გაჭირვებული ონკოლოგიური მოქალაქეების თანადაფინანსება სამედიცინო კუთხით. მათ შორის:

 

 

150000

პროგრამის შესაბამისად

30

ეკონომიურად გაჭირვებული ონკოლოგიური ავადმყოფების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად

 

150

 

არაუმეტეს წელიწადში ორჯერ

31

ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო კვლევებისა და სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება

 

500

 

არაუმეტეს წელიწადში ორჯერ

 

სულ:

 

 

1240000

 

 

 


ეკონომიურად  გაჭირვებული  მოქალაქეების   თანადაფინანსების  კრიტერიუმები სამედიცინო მომსახურებაში


 

50 ლარი

35

34

400 ლარი

180

60 ლარი

40

35

410ლარი

180

70 ლარი

50

36

420 ლარი

180

80 ლარი

55

37

430 ლარი

185

90 ლარი

65

38

440 ლარი

185

100 ლარი

70

39

450 ლარი

190

110 ლარი

75

40

460 ლარი

190

120 ლარი

75

41

470 ლარი

195

130 ლარი

80

42

480 ლარი

195

140 ლარი

85

43

490 ლარი

200

150 ლარი

90

44

500 ლარი

200

160 ლარი

100

45

520 ლარი

200

170 ლარი

100

46

530 ლარი

210

180 ლარი

110

47

550 ლარი

210

190 ლარი

115

48

560 ლარი

220

200 ლარი

120

49

580 ლარი

220

210 ლარი

120

50

600 ლარი

230

220 ლარი

120

51

630 ლარი

230

230 ლარი

120

52

650 ლარი

230

240 ლარი

120

53

680 ლარი

240

250 ლარი

125

54

700-750 ლარი

250

260 ლარი

130

55

780 ლარი

260

270 ლარი

135

56

800 ლარი

270

280 ლარი

140

57

850 ლარი

280

300 ლარი

150

58

900-1000 ლარი

300

310 ლარი

150

59

1000-1100 ლარი

320

320 ლარი

155

60

1100-1200 ლარი

330

330 ლარი

155

61

1200-1300 ლარი

340

340 ლარი

160

62

1300-1400 ლარი

360

350 ლარი

160

63

1400-1500 ლარი

380

360 ლარი

170

64

1600-2000 ლარი

400

380 ლარი

170

65

2000-2500 ლარი

450

390

170

66

2500-და  ზევით ლარი

500

 

 


ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად

ჩვეულებრივი

 

 

ონკოლოგიური

 

 

 

 

 

 

 

 

1

30 ლარი

20

1

50 ლარი

40

2

35 ლარი

25

2

55 ლარი

45

3

40 ლარი

30

3

60 ლარი

45

4

45 ლარი

30

4

65 ლარი

45

5

50 ლარი

35

5

70 ლარი

50

6

55 ლარი

35

6

75 ლარი

50

7

60 ლარი

35

7

80 ლარი

55

8

65 ლარი

40

8

85 ლარი

55

9

70 ლარი

40

9

90 ლარი

60

10

75 ლარი

45

10

100 ლარი

60

11

80 ლარი

50

11

100-120 ლარი

65

12

85 ლარი

50

12

120-200 ლარი

80

13

90 ლარი

50

13

200-230 ლარი

90

14

100 ლარი

50

14

230-300 ლარი

100

15

100-120 ლარი

55

15

300-330 ლარი

120

16

120-200 ლარი

60

16

330 და ზევით ლარი

150

17

200-220 ლარი

65

 

 

 

18

220-300 ლარი

70

 

 

 

19

300-330 ლარი

75

 

 

 

20

330-370 ლარი

85

 

 

 

21

370-400 ლარი

90

 

 

 

22

400 და ზევით ლარი

100