დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 33 |
დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.116.016319 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/01/2017 - 01/02/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით. /დანართი №1/.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილება (www.matsne.gov.ge 01/01/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.116.016285).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
თავი I
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
|
მუხლი 2.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
: |
|
მუხლი 3.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4862,7 ათასი ლარის ოდენობით:
|
|
მუხლი 4.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
|
მუხლი 5.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4234.3 ათასი ლარის ოდენობით
: |
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები108,4ათასი ლარის ოდენობით:
|
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4535.9 ათ, ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 320,8 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -6,0 ათასი ლარის ოდენობით |
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -0,0ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება -0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -6,0 ათ ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 158.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 98,2 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 56,8 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1.5 ათასი ლარი; დ)„იძულებით გადაადგილებულ პირთა−დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1.5 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი მომზადებულია ადგილობრივი თვითმმართველობის იმ პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, რომელიც ყველაზე აქტუალურია მოსახლეობისათვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2017-2020 წლებში მუნიციპალიტეტის ძირითადიპრიორიტეტებია:
ცაგერის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: · თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; · ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; · განათლება; · კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; · მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში რეგულარულად ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა-გაწვევის და ტრანსპორტირების ღონისძიებები. 1. 1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა რეგულარული აღრიცხვა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. 1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით პერიოდულად ხდება სტიქიური და მათ შორის განსაკუთრებით მეწყრული მოვლენებისაგან დაზიანებული გზების გაწმენდა ჩამონაშალი და მეწყრული მასისაგან, ასევე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდება თოვლის საფარისაგან შიდა სასოფლო და სოფლებისა და მუნიციპალიტეტის ცენტრს შორის დამაკავშირებელი გზების გაწმენდა. გზების მდგომარეობის გასაუნჯობესებლად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში რეალური შედეგების მისაღწევად 2. 2 ა(ა)იპ "ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მონიტორინგი"(პროგრამული კოდი 03 02) ამ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მონიტორინგის ცენტრი. 2. 2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, მაწანწალა ცხოველების იზოლაცია,ასევე იგეგმება წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებები. 2. 2. 1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე დასოფლის ცენტრებში ახალი წერტილების მოწყობა. 2. 2. 2. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია და ა(ა)იპ "ფერმერული მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი" (პროგრამული კოდი 03 02 09) მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების და ცოფის დავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. ცაგერის მუნიციპალიტეტში დღეისათვის სერიოზული პრობლემებია სასოფლო-სამეურნეო დარგის აღდგენა-განვითარების თვალსაზრისით, დარგში არსებული პრობლემების აღმოფხვრა-გადაჭრის მიზნით შეიქმნა ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი. 2. 2. 3წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია და ა(ა)იპ ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებული წყალმომარაგების სისტემების ზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრი" (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით შეძენილი იქნება სხვადასხვა დიამეტრის მილები, რომელიც საჭიროა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის. გასულ წლებში ეტაპობრივად მიმდინარეობდა სოფლების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა, რაც გაგრძელდება 2017წელსაც, ასევე მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სისტემის ხელმძრვანელობის კონტროლი, შესაბამისად შეიქმნა ა(ა)იპ ცაგერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის ზედამხედველობა და კონტროლის ცენრტი, ცენტრი კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტში არსებულ წყალმომარაგების სისტემებს, მის სანიტარულ -ჰიგიენურ პირობებს, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის საჭირო წყალსადენების დადგენას, სათავე ნაგებობის გაწმენდა-დამუშავებას და პერიოდულად სასმელი წყლის ლაბორატორიულ ანალიზს. 2. 2. 4. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობა, ახალი ხეების დარგვა გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. 2017 წელს იგეგმება სადღესასწაულო დღეებში ქალაქის გაფორმება სხვადასხვა დეკორაციებით,საახალწლოდ ქალაქის ცენტრშისცენის მოწყობა და ქალაქის ქუჩების საახალწლო განათების დამონტაჟება. 2. 2. 5. ქალაქის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხო, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 02 06) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვისსაჭირო ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალიტეტისათვის აუცილებლობას წარმოადგენს ლაშიჭალისა და ძუღურისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წინასაპროექტო კვლევა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და ქალაქის ტერიტორიის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის შემუშავება. 2. 3. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით პერიოდულად ხდება სტიქიური და მათ შორის განსაკუთრებით მეწყრული მოვლენებისაგან დაზიანებული გზების გაწმენდა ჩამონაშალი და მეწყრული მასისაგან,რისთვისაც გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბალანზე არსებული მძიმე ტექნიკა,პროგრამის ფარგლებში განხორციელდებანახსენები მძიმე ტექნიკის მოვლა- შენახვა და სათადარიგო ნაწილების შეძენა, ასევე ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება ზემოთ ტექნიკის საწვავით (დიზელი) უზრუნველყოფა. 2. 3. 1 ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)(პროგრამული კოდი 0303 03) პროგრამა, რომელიც ეფექტურად დაიწყო 2010 წელს გაგრძელდება2017წელსაც. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში იგეგმება ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა,სპორტული მოედნების, მოსაცდელების, შიდა გზების-ხიდების მშენებლობა, სავარგულების ეკლესიების და სასფლაოების შემოღობვა, კლუბების, წყალმომარაგების სისტემისრეაბილიტაცია-მშენებლობადა წინა წლებში აღდგენილი ობიექტების შემდგომი მოვლა-პატრონობა. 2. 4 მუნიციპალური ტრანსპორტის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 03 04) 2017 წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური რჩება შიდარაიონული ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. საწვავისა და მარაგ ნაწილების სულ უფრო მზარდი ფასები ასახვას პოულობს მგზავრობის საფასურზე. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შიდარაიონული ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული ტარიფის შენარჩუნება შესაბამისი ორგანიზაციის სუბსიდირების გზით, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია. ამ მიზნით 2017 წელსაც განხორციელდება ცაგერი-ტვიშის , ცაგერ-ლაილაში- თაბორის, ცაგერი-ღვირიშის,ცაგერი-ზოგიში, ცაგერი-ოყურეში,ცაგერი-ქულბაქი, ცაგერი-მახაში, ცაგერი-დეხვირი, ცაგერი-უსახელო და ცაგერი-აღვის მიმართულებებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის საწვავის თანხის გამოყოფა და სუბსიდირების სახით გადაცემა. (გადაზიდვებს ახორციელებს შპს „საჭე-ცაგერი“), 2. 5 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 05 ) მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რომლის 15%-იან თანადაფინანსება უნდა განახორციელოს მუნიციპალიტეტმა. 2015 წელს ამ ქვეპროგრამით დაფინანსდა ის პროექტები, რომელის დასრულებაც ვერ მოხერხდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით და შესაბამისად მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით დასრულდა, რაც გრძელდება 2016 წელსაც, ასევე 2017 წელს ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საქ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების, კერძოდ სპორტული კომპლექსის, ქვ. ცაგერის ბაგა ბაღის მშენებლობის და მწვანე თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება. 2. 6 ა(ა)იპ „კომუნალური მეურნეობა“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცაგერის მუნიციპალიუტეტის დასახლებებში კომუნალური მომსახურეობისა(ტერიტორიების დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანა) და გარე განათების უზრუნველყოფა. ქ. ცაგერის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, ქ. ცაგერის ტერიტორიაზე კეთილმოწყობა და გამწვანება. ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილ იქნა სპეციალური ნაგავმზიდი და სანაგვე ურნები, მოსახლეობას მოემსახურება ასენიზაციის ავტომანქანა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში 2017 წელსგაგრძელდება საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 3. 1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 300 მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთ ბავშვზე მშობელთა შენატანი შეადგენდა 5 ლარს და აღნიშნული თანხით ფინანსდებოდა კვება (პურის ღირებულება). 2013წელს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ „ კანონში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც გაუქმდა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო აღმზრდელობითი მომსახურების და კვებითი მომსახურებისათვის, კანონის შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა სამსახურშიც გაუქმდა გადასახადი. ბავშვების აღზრდას ემსახურება 78 პედაგოგი და 78 დამხმარე მოსამსახურე. იგეგმება მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში შიდა წყალგაყვანილობის სისტემების მოწესრიგება და მათი გამრიცხველიანება. 2017 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებისათვის შეძენილი იქნება ჭურჭელი, ხოლო ბავშვებისათვის -სათამაშოები. ქალაქის ბაღებისათვის შეძენილ იქნება ინვენტარი. 3. 2 ა(ა)იპ ლეჩხუმის განათლების მუზეუმი (კოდი 04 02) ლეჩხუმის განათლების მუზეუმი, რომლის ანალოგი ცაგერის მუნიციპალიტეტში დღემდე არ არსებობს დაიწყო ღვაწლმოსილი პედაგოგების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეგროვება და კლასიფიცირება. 3. 3 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი (კოდი 04 03) მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებს 20 წრე, რომელშიც ჩაბმულია 200 მოსწავლე. (საღმრთო სჯული, მხატვრული კითხვა,დრამატული მხარეთმცოდნეობა, სახალისო მათემატიკა, ზოგადი უნარები, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, ქიმია,ქსოვა,ნორჩი მათემატიკა, ფოლკლორი, ცოცხალი სამყარო, ლიტერატურულ- შემოქმედებითი, მუსიკა) 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და შენარჩუნებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივიგანვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა. 4. 1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცაგერის კომპლექსური-სასპორტო სკოლის და საფეხბურთო კლუბი „ხვამლის“ დაფინანსება, რათა სპორტსმენებისათვის შეიქმნას შესაბამისისავარჯიშოპირობები და მოხდეს ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში სპორტის 8 სახეობაში გაიმართება რაიონული პირველობები ცაგერისა და ლაჯანის ზონებში: ქართულ ჭიდაობაში, ქალთა და ვაჟთა ფრენბურთში, კალათბურთში, მძლეოსნობაში, ფეხბურთში,მკლავჭიდში, ჭადრაკსა და შაშში. ასევე საქართველოს პირველობებზე წარსდგებიან სპორტსმენები სპორტის 7 სახეობაში. (ფეხბურთი, ქართული ჭიდაობა, ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი,ფრენბურთი, ჭადრაკი). აღნიშნულ სახეობებში232 ბავშვს ავარჯიშებს 16 მწვრთნელი. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2015 წელს დაიწყო და 2017 წლისათვის დასრულდება ქ. ცაგერში სპორტული დარბაზის მშენებლობა. 4. 2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამისფარგლებში გაგრძელდება კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის „ლეჩხუმლობა 2017“-ის, მაქსიმობის დაფინანსება ,სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 ცაგერის კულტურის ცენტრის ხელშეწყობის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტი გააგრძელებს ცაგერის კულტურის ცენტრის ფინანსურ მხარდაჭერას, სადაც გაერთიანებულია · გრ. მდივნის სახელობის ცაგერის სახალხო თეატრი; · საბავშვო მუსიკალური თეატრი (20 წევრი); · ფოლკლორული ანსამბლი „სალაღობო“ (14 წევრი); · ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ხვამლი“ (20 წევრი); · ქორეოგრაფიული ანსამბლი „სალაღობო“(14 წევრი); · ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლეჩხუმი“(30 წევრი); · ქალთა ანსამბლი „საპოვნელა“ (8 წევრი); · საბავშვო მუსიკალური თეატრ-სტუდია (25 წევრი); · კამერული გუნდი (25 წევრი); · კულტურული ობიექტი „მწვანე თეატრი“; · სასოფლო კლუბები. 4. 2.2 მუზეუმისა და გალერეის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 05 02 02) 2017 წელს გაგრძელდება მუნიციპალიტეტის მუზეუმისა და გალერეის დაფინანსება. ცაგერის ისტორიული მუზეუმი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ლადო ასათიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი, არჩილ-გელოვანის სახლ-მუზეუმი, სევერიან ისიანის სახლ-მუზეუმი, დიდების მუზეუმი და სურათების გალერეა. მუზეუმში დაცულია 10 000-მდე ექსპონატი დამხმარე მასალის ჩათვლით და ქვეყანაში არსებულ მუზეუმებს შორის თავისი სიძველებითა და საინტერესო ექსპოზიციებით გამორჩეული ჩვ. წ. აღ. მდე შუა და გვიან ბრინჯაოს პერიოდის იარაღებითა და სამკაულებით. იგეგმება მოსწავლე ახალგაზრდობის აქტიურად ჩაბმა მუზეუმის კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობაში. საგამოფენო ექსპონატების სისტემატიზაცია და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2013-2014 წელს ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ცხეთა-დეხვირის ტერიტორიაზე და აღმოჩენილი იქნა ახალი არქეოლოგიური მასალები,ძვ. წ. viii-vსს-ის კერემიკა, განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეების კერემიკა, ლითონის ჭურჭელი და იარაღი, ამ ახალი ექსპონანტებით გამდიდრდა ცაგერის ისტორიული მუზეუმი. 2017 წელსაც ცხეთა დეხვირის ტერიტორიაზე რომელიც უკვე ცაგერის ისტორიული მუზეუმის შემადგენლობაში შედის „მუზეუმი ღია ცისქვეშ“ სახით, იგეგმება სხვადასხვა შინაარსობრივი არქეოლოგიური ექსპედიციის დაფინანსება,რომელზეც დამოკიდებულია მუზეუმის კოლექციის შევსება, ხოლო ღია ცისქვეშ მუზეუმის ტერიტორიაზე ახალი არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა ზრდის ტურისტთა დაინტერესებას რეგიონისადმი. 4. 2. 3 მუსიკალური სკოლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03) ქ. ცაგერში ფუნქციონირებს 1 სამუსიკო სკოლა, სადაც კლასიკურ მუსიკალურ განათლებას იღებს 60 მოსწავლე. (გადასახადი თითოეულ მოსწავლეზე 10 ლარი, რომელიც ხმარდება მასწავლებელთა ხელფასის შევსებასა და კომუნალურ გადასახადებს);სკოლაში დასაქმებულია 10 პედაგოგი და 7 ტექ. პერსონალი. 4.2.4 სამხატვრო სკოლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამით გათვალისწინებულია ცაგერის სამხატვრო სკოლის დაფინანსება. სკოლის სხვადასხვა ჯგუფებში განათლებას იღებს 45 მოსწავლე (გადასახადი თითოეულ მოსწავლეზე 3 ლარია). იგეგმება მოსწავლეთათვის სამხატვრო ინვენტარის შეძენა; სამხატვრო სკოლაში ისწავლება ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია,ძერწვა და გამოყენებითი ხელოვნება, რომელიც თავისთავად მოიცავს მაკრამეს ხელოვნებას, გობელენსა და ქსოვას. სამსატვრო სკოლაში დასაქმებულია 17 მასწავლებელი. 2014 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა ქ. ცაგერის სურათების გალერეის რეაბილიტაცია. 4. 2. 5 ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 05) მოსწავლე ახალგაზრდობის საგანმანათლებლო და კულტურული დონის ამაღლების მიზნით 2017 წელს იგეგმება ბიბლიოთეკების დაფინანსება. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ერთი მთავარი, ერთი საბავშვო, ერთი ახალგაზრდობის და სოფლის 39 ბიბლიოთეკა. მიმდინარეობს წიგნის ფონდის შევსება და დაკომპლექტება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეადგენს 173359 ბეჭდურ ერთეულს, აქედან 41231 ცალი არის ქალაქის წიგნადი ფონდი, ხოლო 132128 ცალი სოფლების წიგნადი ფონდი. ბიბლიოთეკას ჰყავს 68 საშტატო თანამშრომელი, აქედან 29 ქალაქის, ხოლო 39 სოფლის. 4. 2. 6. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება და ა(ა)იპ "ესთეთიკური აღზრდის ცენტრი" პროგრამული კოდი 05 02 06) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამისფარგლებში გაგრძელდება კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ამ პროგრამის ფარგლ;ებში ხორციელდება ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლეჩხუმის“ დაფინანსება, რომელის აერთიანებს 70-მდე ბავშვს და მოწარდს, 2011 წელს ანსამბლს მიენიჭა სახალხო ანსამბლის საპატიო წოდება, ანსამბლი წარმატებით გამოდის როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ფესტივალებში. 4. 2. 7ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 02 07) მუნიციპალიტეტში გამოდის გაზეთი „ლეჩხუმი“, რომლის გამოცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს იღებს მუნიციპალიტეტი. ეს კუთხეში მიმდინარე მოვლენების ყოველთვიური გაშუქების ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის. 4. 2. 8. ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 08) ქალთა რეგიონალური და სათემო საქმიანობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გენდერულ საკითხებთან მიმართებაში და საქართველოში ბოლო დროის შექმნილი მდგომარეობის, ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვის მიზნითშეიქმნა ა(ა)იპ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი. 4. 2. 9 ძეგლთა დაცვის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 09) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, დღევანდელობის მოთხოვნათა შესაბამისადდღის წესრიგში დგება ძეგლების მოვლა პატრონობის გაძლიერება და სარეაბილიტაციო აღდგენითი სამუშაოების პროგრამის განხორციელება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ლეჩხუმის მომავლისათვის. 4. 2. 10ცაგერის საჭადრაკო კლუბი“ (პროგრამული კოდი 05 02 12) ჭადრაკს ლეჩხუმში დიდი ტრადიციები აქვს, თუნდაც რად ღირს ცნობილი მოჭადრაკე ქალი ფოტინე ჩიქოვანი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ეტიუდისტი რაინდ მინდაძე. ჭადრაკს , როგორც სპორტულ სახეობას დიდი პოტენცია გააჩნია სპორტში გოგონათა და ქალთა ჩართვისათვის. მუნიციპალიტეტში არიან ნიჭიერი მოწადრაკეები, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება და ახალგაზრდობის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 03) ცაგერის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემებია ახალგაზრდობის მიგრაციის კუთხით დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღების, ახალგაწრდობის დასაქმების, ახალგაზრდა ოჯახების ხელშეწყობის, ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორი ორგანიზაციის მიზნით შექმნილი ახალგაზრდობის ცენტრი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 4. 4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, რაც გამოიხატება მუნიციპალიტეტში არსებული მოქმედი ეკლესია მონასტრების ელექტროენერგიის ხარჯის დაფარვაში, ასევე წელიწადში ორჯერ, თებერვალსა და აგვისტოში,მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის წმ. მაქსიმე აღმსარებლის დღესასწაულის (დაკრძალულია ცაგერში) ორგანიზების ხარჯები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას,უკიდურესად გაჭირვებული და მზრუნველობამოკლებული ბენეფიციარების ერთჯერადი კვებით მომსახურეობას, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5. 1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5. 2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5. 2. 1სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა, მეორე მსოფლიო ომის და ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურეობა, სარიტუალო მომსახურეობის თანხა - 250 ლარი: · მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურეობა, სარიტუალო მომსახურეობის თანხა - 250 ლარი; · უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობა, სარიტუალო მომსახურეობის თანხა-250 ლარი; 5. 2. 2 ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფა(პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამით გაგრძელდება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება. მუნიციპალიტეტში ასეთი 15 ადამიანია. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად გაიწევა დახმარება 150ლარის ოდენობით. 5. 2. 3 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად გაიწევა დახმარება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას, დახმარების ოდენობას განსაზღვრავს კომისია. დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300ლარს თითოეულ ოჯახზე. · მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების მიზნით 2017 წელს გაგრძელდება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა. დაგეგმილია შემდეგი სახის დახმარება: Ø პირველი და მეორე შვილის დაბადებისას – 200ლარი; Ø მესამე შვილის დაბადებისას- 300ლარი; Ø მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას თანხა გაიზრდება 100 ლარის ოდენობით. 5.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი კვებით მომსახურეობა. (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 2017წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული 103 ბენეფიციარის ერთჯერადი კვებით მომსახურეობა ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით. აქედან 78 ბენეფიციარის მომსახურეობა მოხდება ქ. ცაგერში და 25 ბენეფიციარის სოფ. ლაჯანაში. ბენეფიციარის მოთხოვნისამებრ ხდება, როგორც ადგილზე მომსახურება, ასევე ბენეფიციარისათვის კონკრეტული ულუფის სახლში გატანება. აღნიშნული მომსახურეობის გაწევას ახორციელებს 3 მზარეული და 5 მომსახურე პერსონალი. |
თავი III
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 17.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 4887.7ათასი ლარის ოდენობით
|
|
დოკუმენტის კომენტარები