,,საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ``

  • Word
,,საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ``
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/05/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 14/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
161
11/05/2004
სსმ, 51, 14/05/2004
300.390.000.05.002.002
,,საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ``
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/05/2004 - 09/07/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.002

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №161

2004 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მა­ვა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მილ­სა­დე­ნე­ბის ინფრასტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის მიზ­ნით, აგ­რეთ­ვე მი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშვნელო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე:

1. „ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-7 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად შეიქ­მნას ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მილ­სა­დე­ნე­ბის უსაფრთხოე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სა­უწ­ყე­ბა­თა­შო­რი­სო კო­მი­სია შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით:

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი (თავმჯდომარე)

ნიკოლოზ ვაშაკიძე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე)

ზურაბ ადეიშვილი – სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

გიორგი ბარამიძე – შინაგან საქმეთა მინისტრი

გელა ბეჟუაშვილი – თავდაცვის მინისტრი

ვახტანგ გოლიაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

თამარ ლებანიძე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ზურაბ მელიქიშვილი – სახელმწიფო მინისტრი

იოსებ მაზმიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

მიხეილ ქარელი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

ოთარ ქველიძე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

ბათუ ქუთელია – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი (კომისიის მდივანი)

ლერი ჭითანავა – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული.

2. კო­მი­სი­ას­თან მი­სი მუ­შა­ო­ბის უწ­ყვე­ტო­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლის (ნ. ვაშა­კი­ძე) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­იქ­მნას სამუ­შაო ჯგუ­ფი უწ­ყე­ბებ­ში სა­კით­ხზე მო­მუ­შა­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით.

3. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ (გ. ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი), სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამინისტრომ (ზ. ადე­იშ­ვი­ლი), ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ (გ. ბარა­მი­ძე) და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპეციალურ­მა სამ­სა­ხურ­მა (ო. ქვე­ლი­ძე) თა­ვი­ან­თი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­ყო­ფის პრინ­ცი­პით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მა­ვა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი დანიშ­ნუ­ლე­ბის მილ­სა­დე­ნე­ბის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, ანა­ლი­ზი, ურ­თი­ერ­თგაც­ვლა და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

4. ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს ,,სა­ქარ­თვე­ლოს მილ­სა­დე­ნის კომ­პა­ნი­ი­სა და მი­სი ინფრასტრუქტუ­რის ობი­ექ­ტე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს პრეზიდენ­ტის 1998 წლის 23 დე­კემ­ბრის №709 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-6–12 პუნ­ქტე­ბი და ,,ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს მილ­სა­დე­ნის კომ­პა­ნი­ი­სა და მი­სი ინფრასტრუქტურის ობი­ექ­ტე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის უზრუნველყო­ფის მუდ­მივ­მოქ­მე­დი საუწყებათაშორი­სო კო­მი­სი­ის დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ 1999 წლის 16 თე­ბერ­ვლის №59 ბრძანე­ბულე­ბა.

მ. სააკაშვილი