ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 07/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016291
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
41
28/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
010250050.35.167.016291
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2017 - 24/03/2017)

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №41

2016 წლის 28 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამა და ბიუჯეტი № 1 და № 2 დანართების შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე



დანართი1

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

2017 წლის  პროგრამა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

 


მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში პროგრამა) განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.

მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა

 1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება.

 2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას.

 3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონარულ მომსახურებას (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა).

 მუხლი 3. პროგრამის მიზანი და ამოცანები

 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;

 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;

 3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

 4. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;

 5. სოციალურად დაუცველი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და დევნილთა ოჯახების დახმარება;

 6. ვეტერანთა ინტერესების დაცვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ და უგზო - უკვლოდ დაკარგულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა, ასევე მათი ოჯახების ინტერესების დაცვა.

7. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;

8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება;

9. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა;

10. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაცია;

11. უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა თავშესაფრით.

 12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმელებით დაავადებული  მოქალაქეების რომლებიც დამოკიდებულნი არიან დიალიზზე,  ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:

1.  სამართალებრივი საფუძვლების შექმნა;

2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება;

3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა;

4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;

5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.

თავი II

სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

 მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები

 სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახი;

2. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი;

3. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის მშობელი- მამა,  დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში)  რეგისტრირებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

4.  მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი ან/და ცხოვრობს საშიშ-გაუსაძლის პირობებში;

5. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი;

6. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის ოჯახი;

7. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახი;

8. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირი (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის);

9. ოჯახი რომლის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0-დან 150 000 -მდე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობას (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა), დაფინანსება ან თანადაფინანსება;

10. ოჯახი, რომელიც ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში ან სტიქიის შედეგად დაზიანებული ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან არ გააჩნია თავშესაფარი.მათი უზრუნველყოფა თავშესაფარით.

11. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები. 

12.  ჰემო-დიალიზზე მყოფი მოქალაქეები.

13. უდედმამო  ბავშვთა ოჯახები.

მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები

სოციალური ღონისძიებებია:

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსება:

 ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;

 ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება.

2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა:

ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში;

 ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებზე - ლიმიტის ფარგლებში).

3. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და  თანადაფინანსება.

4. უკიდურესად გაჭირვებული  და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის  თბობის სეზონთან დაკავშირებით  სათბობით უზრუნველყოფა.

5. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.

6. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

7. სტიქიის შედეგად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცების დახმარება.

9. უფასო კვების ობიექტის საქმიანობის მონიტორინგი.

10.საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი.

11. ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა.

12. უდედმამო  ბავშვთა ოჯახების დაცვა

თავი III

სოციალური დახმარების დაფინანსებაბიუჯეტირეალიზაციის ვადასაჭირო 

დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

მუხლი 7. სოციალური დახმარების დაფინანსება

 პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 525 000  ( ხუთას ოცდა ხუთი ათასი) ლარი.

მუხლი 8. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).

მუხლი 9. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

ა) სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

 დ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

 დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

 ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

 დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

 ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

 4. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება .

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

დ)  გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა  ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ;

 5. მრავალშვილიანი დედა, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი ან/და ცხოვრობს საშიშ-გაუსაძლის პირობებში:

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

 დ) საშიშ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრების შემთხვევაში – აქტი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შესახებ;

 ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

 6. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

 ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) მშობლის დაბადების მოწმობის ასლი;

 დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

 ე) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

 ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

 7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ოჯახისათვის:

 7.1 ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:

 ა.ა) განცხადება;

 ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 ა.დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 7.2. ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში:

ბ.ა) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან.

 8. იძულებით გადაადგილებული (დევნილი)ოჯახისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 დ) ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილთა შესახებ.

9. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:

 ა) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი /პირზე რომელზეც გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა რეკომენდაცია/;

 გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 დ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

 10. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:

 ა) განცხადება;

 ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

 დ) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;

 ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სადაც სარეიტინგო ქულა განისაზღვრება  0 დან -150 000- მდე.

ვ) ცნობა – საყოველთაო  ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას,უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას.

11. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისათვის, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, დროებითი თავშესაფარის დასაქირავებლად:

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) აქტი შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ;

დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) გასაქირავებელი ბინის კერძო საკუთრებაში ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

ზ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

12. უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სათბობი საშუალებით უზრუნველსაყოფად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

13. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებულთა დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

14.  დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიის უზრუნველსაყოფად:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

გ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი);

დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სადაც გადის მკურნალობას.

ე)  გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

15. უდედმამო ბავშვები  (18 წლამდე);

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

 დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

 16. ამ მუხლის პირველი, მე-2; მე-4; მე-8; მე-9; მე-11; მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა ,,სოციალური დახმარების მისაღებად“ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას, გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის)ოჯახზე - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

 5. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ და მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 200 ლარი.

6. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 400 ლარი.

 ა) მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ და გაუსაძლის პირობებში – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – არაუმეტეს 500 ლარი.

 7. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

8. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

 9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:

 ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 250 ლარი;

 ბ) სადღესაწაულო ღონისძიებების შემთხვევაში .

 10. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ფულადი დახმარების სახით არაუმეტეს –100 ლარი, აგრეთვე ზამთრის თბობის სეზონზე – სათბობით უზრუნველყოფა.

11. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარი.

 12. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - გამოკვლევას ან სტაციონარუი  მკურნალობას, თანადაფინანსების ან/და დაფინანსების სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს – 700 ლარი.   

 14. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარი, ბინის ქირის დასაფარად   წლის განმავლობაში.

 15. ოჯახი, რომელიც თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებს დახმარებას - დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სოციალური მომსახურების  სააგენტოს მიერ განსაზღვრული ყველაზე დაბალი ქულის მქონე მოქალაქეები -100 ლარი.

 16. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 ლარი.

 17. ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის - 100  ლარი თვეში ერთხელ (მგზავრობის ხარჯი).

18. უდედმამო ბავშვები ( 18 წლამდე) -50 ლარი ყოველთვიურად.

მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება

1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება  წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).

 2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

 3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2017  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2017  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის  შესაბამისად.

5. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

თავი IV

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი, შეფასების კრიტერიუმები და შედეგები

მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:

1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (გამგებლის გადაწყვეტილებით).

 2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.

3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.

 4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, საგარანტიო წერილის გაცემიდან სამი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის  ამოწურვის შემთხვევაში  სამედიცინო მომსახურება დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება.

 5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა გამგეობას.

 6. 2016 წლის ბოლოს და 2017 წელში ახალდაბადებული  პირველ და მეორე ბავშვის ოჯახებზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.

 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე(18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე  ვინც ისარგებლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამით და გამგებლის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული მომართვების საფუძველზე.

8. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ - გაუსაძლის პირობებში ერთჯერადი დახმარება გაიცემა ოჯახის ადგილზე შემოწმების (შესაბამისი აქტის) საფუძველზე.

 9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.

10. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ბინის ქირის სახით.

მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:

1. საორგანიზაციო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.

2. საფინანსო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადაა  2017 წლის  იანვრიდან   31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 15. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები

პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:

1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა.

3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა.

4. პროგრამის განხორციელების ვადები.

მუხლი 16. პროგრამის განხორცილების შედეგი

პროგრამის განხორციელების  შედეგად:

1. უკეთესობისკენ შეიცვლება სოციალური ფონი.

2. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები.

3. გაუმჯობესდება მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

4. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური 

დაცვის პროგრამის   2017  წლის  ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

 
 
 

 

 დასახელება

სოციალური დახმარების
 მოცულობა /ლარი/

რეალიზაციის ვადა

ერთ ბენეფიციარზე

სულ

1

უფასო კვების
ობიექტის დაფინანსება

 

80000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2

აზოგადოებრივი ჯანდაცვა

100 000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

3

 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებამათ შორის:

130 000 ლარი

 

3.1

სამედიცინო კვლევებისა და
სტაციონარული მომსახურების
 თანადაფინანსება

არაუმეტეს 700 ლარი

 

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ერთხელ.

 3.2

ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა

100 ლარი

 

ყოველთვიურად

3,3

გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ან სტიქიისშედეგად  და უსახლკაროდ დარჩენილ
 ოჯახთა საცხოვრებელი პირობების
გაუმჯობესების ხელშეწყობა (ბინის ქირა)

არაუმეტეს 100 ლარი ყოველთვიურად

 

წლის  განმავლობაში

 3.4

ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი

8 ლარი ყოველთვიურად

 

პროგრამის შესაბამისად

 3.5

ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი შვილი

12 ლარი ყოველთვიურად

 

პროგრამის შესაბამისად

 3.6

მარტოხელა  მშობელი, რომელსაც
 ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი

8 ლარი ყოველთვიურად

 

პროგრამის შესაბამისად

3,7 

100 წლის და მეტი ასაკის მქონე
მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

500 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

3,8

უდედმამო ბავშვთა ოჯახი

50 ლარი

 

ყოველთვიურად

 4

უმწეო ხანდაზმულთა სოციალური
 რეაბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსება

 

40 000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

5

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება.

20 000 ლარი

პროგრამისშესაბამისად

5.1

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა

8 ლარი ყოველთვიურად

5.2

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება.

 

8 ლარი ყოველთვიურად.

* სადღესასწაულო საჩუქრები;

6

მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

 

95 000 ლარი

 

 6.1

მრავალშვილიანი ოჯახები,
რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი
არასრულწლოვანი შვილი,
 ფულადი დახმარება

400 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 6.2

მრავალშვილიანი ოჯახები,
 რომლებიც ცხოვრობენ
 საშიშ-გაუსაძლის პირობებში

არაუმეტეს 500 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 6.3

ახალდაბადებულ ბავშვთა
 ოჯახების ერთჯერადი
ფულადი დახმარება პირველ და მეორე ბავშვზე

200 ლარი

 

დაბადებიდან 6 თვის ვადაში

7

იძულებით გადაადგილებულ
პირთა (დევნილთა) დახმარება

 

10 000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

8

სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა
ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა

დაკრძალვის სარიტუალო
ხარჯებისათვის
250 ლარი

2000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

სადღესასწაულო ღონისძიებების
დაფინანსება

 

                          

5000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

9

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,
ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის)

250 ლარი

3000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

10

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში

 

40 000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

 

სულ:

 

525 000 ლარი

 

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.