დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016301 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 03/01/2017,010250050.35.167.016291).
|
მუხლი 2 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამაში განხორციელებული იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს “გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „გ) შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვადასხვა ღონისძიებების ხელშეწყობა;“. 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის მე-10 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „13. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, გამოკვლევას ან სტაციონალურ მკურნალობას, თანადაფინანსების ან/და დაფინანსების სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს – 700 ლარი. მკურნალობა დაფინანსდება მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე, კერძოდ 1400 ლარამდე ღირებულების 50%-ით, ხოლო - 1400 ლარიდან ზევით - 700 ლარით;“. 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე;“. 4. ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა დანართი 2
|
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები