დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.167.016290 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 03/02/2017)
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №55 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
თავი I
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8320,6 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2350,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5530,6 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 440,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6753,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1362,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1362,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ბ) განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 9. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 10. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 205,0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -205,0 თასი ლარის ოდენობით. მუხლი 13. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 220,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 100,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 112,0 ათასი ლარი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 6,0 ათსი ლარი; დ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 2,0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესაბამისად გამგებლის ბრძანებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება. აღნიშნული პრიორიტეტის დაფინანსების ოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შეადგენს 112,0 ათას ლარს. 16.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · გაწვეულთა რაოდენობა. მუხლი 17. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის და სოფლების ქუჩების განათება, დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა, ქალაქში და სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აღნიშნული პრიორიტეტის დაფინანსების ოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შეადგენს 2378,2 ათას ლარს. 17.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი და სოფლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; · ეკონომიკური და ტურისტული ინტენსივობის ზრდა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · რეაბილიტირებული და ახალი გზების რაოდენობა; · ტურისტების რაოდენობა. 17.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, სანიაღვრე არხების მოწყობა-მოვლა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: § განათებული მუნიციპალიტეტი; § გაუმჯობესებული სანიტარული პირობები; § გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა; § მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე და მიწაზე ზედამხედველობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ექსპლოატაციაში არსებული სანათი წერტილების რაოდენობა; · გატანილი ნარჩენების რაოდენობა; · რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა; · რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების და მიწის რაოდენობა. 17.2.1. წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებები. 17.2.2. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და ახალი წერტილების მოწყობა. 17.2.3. გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. 17.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის გაფორმების, გამწვანების ღონისძიებები, ბაღ-სკვერების მოვლა-პატრონობა და ა.შ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · ქალაქის იერსახის გაუმჯობესება; · მოვლილი, გამწვანებული სკვერები და გაზონები; · მოსახლეობისათვის დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: • რეაბილიტირებული და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა. მუხლი 18. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გახსნა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. აღნიშნული პრიორიტეტის დაფინანსების ოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შეადგენს 1675,0 ათას ლარს. 18.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 30 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს საშუალოდ 1600 ბავშვი. აღნიშნული ქვეპროგრამით მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა · საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სათანადოდ აღჭურვილი საბავშვო ბაღების რაოდენობა; · აღსაზრდელთა რაოდენობა მუხლი 19. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. აღნიშნული პრიორიტეტის დაფინანსების ოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შეადგენს 1230,0 ათას ლარს. 19.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და წახალისების მიზნით. გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება სპორტული ცენტრის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებას. . მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სხვადასხვა ტურნირებზე წარმატებული სპორტსმენების რაოდენობა 19.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პრიორიტეტი მოიცავს ღონისძიებებს, რომელიც ორიენტირებულია ლაგოდეხის სიძველეთა პოპულარიზაციისაკენ, ლაგოდეხის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლთა ფოტო-ფიქსაციის, ელექტრონული ბაზის შექმნის პროცესს. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული /გასართობი, სანახაობრივი, შემეცნებითი/ ღონისძიებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: • მოსახლეობაში ქართული კულტურისა და ტრადიციების დაცვა და შენარჩუნება; • მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში; • კულტურული ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: • ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; • რეაბილიტირებული კულტურული ობიექტების რაოდენობა; • კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 19.3. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამა ითვალისწინებს ნეკრესის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციების კომუნალური და სამეურნეო ხარჯების დაფინანსებას და კვების პროდუქტებით მომარაგების ხარჯებს. მუხლი 20. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. აღნიშნული პრიორიტეტის დაფინანსების ოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შეადგენს 525,0 ათას ლარს. 20.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01) აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: • მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისგან შედეგების შეფასების ინდიკატორები: • ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა • პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდეობა 20.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: • მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; • მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: • პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა 20.2.1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა სახის დახმარებას, ზამთრის თბობის სეზონზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას. 20.2.2. უნარშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დახმარების ხარჯებს, როგორც ფულადი სახის, ასევე მათთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოწყობას. 20.2.3. უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარების კვებით უზრუნველყოფას. 20.2.4. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე დასახმარებლად თითოეულზე 200 ლარის ოდენობით. 20.2.5. სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სარიტუალო ხარჯებს. თავი III ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ასიგნებები
მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები