დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.167.016302 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2017, 190020020.35.167.016290). |
| მუხლი 2 |
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11553,565 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2350,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8763,565 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 440,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6832,2ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5411,645 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა5411,645 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ბ) განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 9. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 10. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო-744,6 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -198,7 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 13. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 34,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 100,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 112,0 ათასი ლარი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 6,0 ათასი ლარი; დ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 2,0 ათასი ლარი.
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესაბამისად გამგებლის ბრძანებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება. აღნიშნული პრიორიტეტის დაფინანსების ოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შეადგენს 112,0 ათას ლარს. 16.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუხლი 17. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის და სოფლების ქუჩების განათება, დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა, ქალაქში და სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აღნიშნული პრიორიტეტის დაფინანსების ოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შეადგენს 5325,3 ათას ლარს. 17.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი და სოფლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
17.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, სანიაღვრე არხების მოწყობა-მოვლა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
17.2.1. წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია(პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებები. 17.2.2. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და ახალი წერტილების მოწყობა. 17.2.3. გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. 17.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის გაფორმების, გამწვანების ღონისძიებები, ბაღ-სკვერების მოვლა-პატრონობა და ა.შ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუხლი 18. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გახსნა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. აღნიშნული პრიორიტეტის დაფინანსების ოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შეადგენს 2578,0 ათას ლარს. 18.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 30 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს საშუალოდ 1600 ბავშვი. აღნიშნული ქვეპროგრამით მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუხლი 19. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. აღნიშნული პრიორიტეტის დაფინანსების ოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შეადგენს 1345,1 ათას ლარს. 19.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და წახალისების მიზნით. გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება სპორტული ცენტრის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
19.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პრიორიტეტი მოიცავს ღონისძიებებს, რომელიც ორიენტირებულია ლაგოდეხის სიძველეთა პოპულარიზაციისაკენ, ლაგოდეხის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლთა ფოტოფიქსაციის, ელექტრონული ბაზის შექმნის პროცესს. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული /გასართობი, სანახაობრივი, შემეცნებითი/ ღონისძიებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
19.3. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამა ითვალისწინებს ნეკრესის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციების კომუნალური და სამეურნეო ხარჯების დაფინანსებას და კვების პროდუქტებით მომარაგების ხარჯებს. მუხლი 20. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. აღნიშნული პრიორიტეტის დაფინანსების ოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შეადგენს 557,7 ათას ლარს. 20.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დაფინანსება(პროგრამული კოდი 06 01) აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
20.2.მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
20.2.1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა სახის დახმარებას, ზამთრის თბობის სეზონზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას. 20.2.2. უნარშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დახმარების ხარჯებს როგორც ფულადი სახის, ასევე მათთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოწყობას. 20.2.3. უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარების კვებით უზრუნველყოფას. 20.2.4. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე დასახმარებლად თითოეულზე 200 ლარის ოდენობით. 20.2.5. სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სარიტუალო ხარჯებს. თავი III ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ასიგნებები მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები