დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებულ საკონსულო მოსაკრებელთა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობათა აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 09/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.020.120.05.002.002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2004 - 15/10/2010)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №82
2004 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებულ საკონსულო მოსაკრებელთა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობათა აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მიღებულ საკონსულო მოსაკრებელთა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობათა სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის შესაბამის ქვეანგარიშზე გადმოგზავნის, ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებული ხარჯების თავიდან აცილებისა და სისტემის დაფინანსების დინამიკის გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებულ საკონსულო მოსაკრებელთა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობათა ხარჯვა განხორციელდეს ადგილებზე, დამტკიცებული გეგმების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ შემოსულობათა მოცულობა აღემატება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დამტკიცებულ გეგმებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითების საფუძველზე თანხები მიიმართოს ბიუჯეტის სხვა მხარჯავი ერთეულების დასაფინანსებლად.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და საკონსულო დაწესებულებებმა მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუდგინონ არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახაზინო სამსახურს ინფორმაცია წარუდგინოს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოს აღნიშნული თანხების ბიუჯეტის შემოსულობებსა და ხარჯებში ასახვა. ამასთან, ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი საბანკო ოპერაციების განხორციელება.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში მიღებული სპეცსახსრების აკუმულირების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 26 დეკემბრის №535 და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” 2000 წლის 1 მარტის №78 ბრძანებულებები.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები