საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 835
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 133, 15/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 210020120.08.002.016033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
835
15/10/2010
სსმ, 133, 15/10/2010
210020120.08.002.016033
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/2010 - 17/07/2012)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №835

2010 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის შესაბამის ქვეანგარიშზე გადმოგზავნის, ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებული ხარჯების თავიდან აცილებისა და სისტემის დაფინანსების დინამიკის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების ხარჯვა განხორციელდეს ადგილებზე, დამტკიცებული გეგმების ფარგლებში.

2. იმ შემთხვევაში, თუ შემოსულობების მოცულობა აღემატება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დამტკიცებულ გეგმებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითების საფუძველზე, საკონსულო მოსაკრებლისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების თანხები მიიმართოს ბიუჯეტის სხვა მხარჯავი ერთეულების დასაფინანსებლად, ხოლო დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ათვის საფასური ს თანხა ჩაირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ანგარიშზე.

3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და საკონსულო დაწესებულებებმა მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუდგინონ არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახაზინო სამსახურს ინფორმაცია წარუდგინოს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 14 რიცხვამდე.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ათვის საფასურის თანხის ჩარიცხვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ანგარიშზე განახორციელოს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 14 რიცხვამდე ლარობით, გადარიცხვის განხორციელების დღისათვის არსებული  ოფიციალური გაცვლი თი კურსის გათვალისწინებით.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვა. 

6. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი საბანკო ოპერაციების განხორციელება.

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებულ საკონსულო მოსაკრებელთა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობათა აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის №82 ბრძანებულება.

8. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.

მ.  სააკაშვილი