ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016308
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
26/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
010250050.35.117.016308
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2017 - 07/03/2017)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2016 წლის 26 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 29/12/2015წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016280).
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი



დანართი
ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.

მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების სახეები
სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა) მწვავე გადაუდებელი და გეგმური ოპერაცია  (გეგმური ოპერაცია: 0 - 18 წლამდე ასაკის მოზარდები, სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები);
ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა);
გ) დიალიზი;
დ) კორონაროგრაფია;
ე) С  ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა;
ვ) კომპიუტერული ტომოგრაფია.

მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1. სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების  მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა (გარდა დიალიზისა, „C ჰეპატიტის“ დიაგნოსტიკისა და კომპიუტერული ტომოგრაფიისა), ხოლო დიალიზით მოსარგებლეთათვის წლიური ლიმიტი განისაზღვროს არაუმეტეს 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარისა.
2. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში 100%-ით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის მოსარგებლეები, ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები.

მუხლი 4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მეორე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების  დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ან ID ბარათის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა IV-100/ა);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) ცნობა/ბრძანება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ.
2. პროგრამის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მწვავე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი“.
3. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმური (100 001- მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების შემთხვევაში) სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი ამონაწერი სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან, რომ ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001-ს.

მუხლი 5. დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება
1. პროგრამის მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში  მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“.
2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის.
3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ თვითმმართველობის ორგანოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ან ID ბარათის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა IV-100/ა);
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ცნობა/ბრძანება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ.

მუხლი 6. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა
1. პროგრამა განსაზღვრავს C ჰეპატიტით  დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო  კვლევების განხორციელების პირობებს და მიზანს წარმოადგენს მკურნალობის პროცესში დაავადებულ პირთა ჩართვის ხელშეწყობა, სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისათვის აუცილებელი დაავადების სტადიის განმსაზღვრელი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2. პროგრამის მოსარგებლეები არიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში  მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირები, რომლებიც ჩართულნი უნდა იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე  სახელმწიფო პროგრამის C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში.
3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, რომელთაც ჩატარებული აქვთ კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე) მკურნალობაში ჩართვამდე  და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას შემდეგი პრინციპით:
ა) ექიმთან ვიზიტი;
ბ) ლაბორატორიული კვლევები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის განსაზღვრული მომსახურებები ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით  წლიური 500 (ხუთასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება პირებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 - ს ფინანსდება ღირებულების 30 %, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების 70%, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით.
6. მოქალაქემ/წარმომადგენელმა დაფინანსების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან ID ბარათის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველმა - ამონაწერი „სოციალურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“  სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა);
ე) ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) ცნობა/ბრძანება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტის მიმწოდებლადაა დარეგისტრირებული.

მუხლი 7. ამბულატორიული მაღალტექნოლოგირი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა (კომპიუტერული ტომოგრაფია)
1. ბენეფიციარს, რომელსაც სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში აქვს 100 001-მდე სარეიტინგო ქულა, კომპიუტერული ტომოგრაფია დაუფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლიური ლიმიტი არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.
2. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიღების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან ID ბარათის ასლი;
გ) კლინიკური სამკურნალო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა IV-100/ა);
დ) კლინიკური სამკურნალო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა ან ინვოისი);
ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან, რომ ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001-ს;
ვ) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი  დაფინანსების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ;
ზ) ცნობა/ბრძანება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ.

მუხლი 8. ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  2017 წლის ბიუჯეტიდან 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 9. პროგრამის ადმინისტრირება
1. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტრერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. ბრძანებას ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ პროგრამით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე გამოსცემს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად.