„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016312
03
07/03/2017
ვებგვერდი, 13/03/2017
010250050.35.117.016312
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2017 წლის 7 მარტი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის №26 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის“ (www.matsne.gov.ge; 03/01/2017 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016308) მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

1. სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა (გარდა დიალიზისა, „C ჰეპატიტის“ დიაგნოსტიკისა და კომპიუტერული ტომოგრაფიისა), ხოლო დიალიზით მოსარგებლეთათვის წლიური ლიმიტი განისაზღვროს არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში 100%-ით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის მოსარგებლეები (გარდა ონკოლოგიური ავადმყოფებისა), ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი