საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 96-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016371
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
96-Iს
16/12/2016
ვებგვერდი, 20/12/2016
120090000.09.001.016371
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/12/2016 - 13/12/2017)

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტისა და 267-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

 

  საქართველოს პარლამენტი ადგენს:

  1. დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2017 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.

 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

  3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 11 დეკემბრის №4639-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2015, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016315).

  4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

ქუთაისი,

16 დეკემბერი 2016 წ.

N96-Iს