საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1719-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016446
1719-Iს
13/12/2017
ვებგვერდი, 20/12/2017
120090000.09.001.016446
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტისა და 267-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2018 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის №96-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016371).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2017 წ.

N1719-Iს