დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის 2016 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1981 |
| დოკუმენტის მიმღები | კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია |
| მიღების თარიღი | 02/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ა ნ გ ა რ ი შ ი
საჯარო ინფორმაციის გაცემისთაობაზე
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში მიმდინარე წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 16 განცხადება, რომელთაგან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს:
- სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა;
- სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა;
- არცერთი საჯარო მოსამსახურის მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსი სპეციალისტი მარინა გაგანაშვილი.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები