„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2016
ძალაში შესვლის თარიღი 26/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016701
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
200
22/11/2016
ვებგვერდი, 24/11/2016
040030000.22.027.016701
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/11/2016 - 18/04/2018)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №200

2016 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016329) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ჰ22“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალკის სამოქალაქო რეესტრის სამსახური და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს ამავე სააგენტოს ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 დეკემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითეა წულუკიანი