საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“ იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022553
  • Word
2383
14/11/2016
ვებგვერდი, 30/11/2016
000000000.00.003.022553
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“ იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2383

2016 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით      პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ლოპოტა ენერჯის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №431167499) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით − 193.30 ლარად (ას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი), სარგებლობაში გადასცეს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნაფარეულში მდებარე უძრავი ქონება: 650 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა №1 განაშენიანების ფართით − 649 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.14.33.038) და 77 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.14.33.049).

 2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 13 085 (ცამეტი ათას ოთხმოცდახუთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლოპოტა ენერჯის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №431167499).

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი

.