„იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგთაშორისი 2004-2008 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
„იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგთაშორისი 2004-2008 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/09/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 30/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
466
27/09/2003
სსმ, 112, 30/09/2003
470.230.000.05.002.002
„იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგთაშორისი 2004-2008 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2003 - 13/07/2012)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 466

2003 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგთაშორისი 2004-2008 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ

ქვეყანაში იოდის დეფიციტით გამოწვეული პრობლემების კოორდინირებულად და დროულად მოგვარებისა და ამ პროცესების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაჩქარების მიზნით:

1. დამტკიცდეს „იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგთაშორისი 2004-2008 წლების პროგრამა“.

2. ამ ბრძანებულების შესრულების მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე).

ე. შევარდნაძე

იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგთაშორისი 2004-2008 წლების პროგრამა

 

პროგრამის მიზნები

საქართველოს მოსახლეობაში იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა

პროფილაქტიკის, მკურნალობის, მარვისა და მათი შემდგომი შემცირება-ლიკვიდაციის მიზნით ღონისძიებების გატარება

პროგრამის ამოცანები

1. იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა დროული გამოვლენა, მკურნა-

ლობა და სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება

2. იოდის დეფიციტის გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალო-

ბის საკითხებზე მასობრივი პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო ღონისძიებების

გატარება

3. მასობრივი პროფილაქტიკის ღონისძიებათა რეალიზაცია იოდირებული მარილის და სხვა იოდით გამდიდრებული პროდუქტების გამოყენებით

მოცემულ ეტაპზე პროგრამის რეა-

ლიზაციის აუცილებლობის დასაბუ-

თება

ენდემური ჩიყვი აღინიშნება მოზრდილი მოსახლეობის 43.5%-ში, ხოლო ბავშვთა -38%-ში. ხშირია ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, რაც

უახლოეს პერიოდში ეროვნულ კატასტროფად შეიძლება იქცეს

პროგრამის შესრულების ვადები

2004-2008 წ.წ.

პროგრამის ობიექტი და მისი მდგო-

მარეობა

საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად ბავშვთვა კონტინგენტი, ეპიდემიოლო-

გიური სურათის მიხედვით არადამაკმაყოფილებელი

პროგრამის მოსალოდნელი სოცია-

ლურ ეკონომიკური და ფინანსური

ეფექტი

დამაკმაყოფილებელი

პროგრამის საჭირო ინვესტიციები

წლების მიხედვით და მათი სავარაუდო წყაროები

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის

დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ასიგნებების ფარგლებში

დანარჩენი წყარო ცვალებადია

პირველადი და სრული შედეგების

მიღების ვადები

პროგრამის განხორციელების 5 წელი – იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა მნიშვნელოვანი შემცირება საქართველოს მოსახლეობაში და მისი

შემდგომი ლიკვიდაცია. სრული შედეგები დამოკიდებულია დარგთაშორისი სამუშაოების სრულყოფილად განხორციელებაზე

სავარაუდო უარყოფითი შედეგების

შეფასება

დაუფინანსებლობის (არადროული, წყვეტილი) პირობებში, ღონისძიებათა არა-

სრული მოცულობითა და ხარისხით რეალიზების პირობებში, მოსალოდნელია

დაავადებათა შემცირების თვალსაზრისით არასასურველი შედეგების მიღება და

პირიქით, შესაძლოა ავადობის მატებაც

პროგრამის შედეგების მომხმარებ-

ლები (გასაღების ბაზარი)

საქართველოს მოსახლეობა

პროგრამის რეალიზაციაში მონაწილე სტრუქტურები:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

(საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი)

- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

- საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო

- საქართველოს განათლების სამინისტრო

- სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი

- საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

- ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

- საქართველოს ტელერადიომაუწყებლობა

- საქართველოს საინჟინრო აკადემიის „სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“

 

შესავალი

იოდის დეფიციტი სერიოზულ და რთულ პრობლემებს უქმნის როგორც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესს. ცნობილია ისიც, რომ იოდის დეფიციტი ეროვნულ შემოსავალს 6-7%-ით ამცირებს.

ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემებით ენდემური ჩიყვი აღენიშნება მოსახლეობის 43.5%-ს, მათ შორის) ბავშვთა 38%-ს. გამოვლინდა, რომ მძიმე ენდემურ კერებში ბავშვები შეიმჩნევა ინტელექტუალური დონის დაქვეითების საგანგაშო ტენდენცია. გახშირდა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებები. გვხვდება კრეტინიზმის შემთხვევები. ყოველი ახალშობილი, რომელიც იბადება ენდემურ კერებში, თანატოლებს ჩამორჩება ინტელექტუალური განვითარების (IQ) 10 პუნქტით.

ენდემური ჩიყვი უფრო ხშირია მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობაში. მთიანი აჭარა _ 53%, მესტია -54%, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი _ 60%. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთსა და იმავე რეგიონში ენდემური ჩიყვის შემთხვევები მთაში გაცილებით ხშირია (მაგ., ჩოხატაური _ 76%), ვიდრე ბარში (ლანჩხუთი _ 32%), საჩხერე _ 62%, ზესტაფონი_ 26%). ამავე დროს მთიან რეგიონებში კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევები გაცილებით მეტია, ვიდრე ბარის მოსახლეობაში, რაც იოდდეფიციტის სიმძიმეზე მიუთითებს.

„იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის“ სახელმწიფო პროგრამის ამუშავების (1997 წ.) შემდგომ შეიქმნა იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის სამხარეო სპეციალიზებული ცენტრები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში; აღნიშნულმა ხელი შეუწყო იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის სამსახურის აღდგენა-ჩამოყალიბებას; ამუშავდა იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა ეპიდემიოლოგიური კვლევის სისტემა, რის საფუძველზეც რაიონებისა და რეგიონების მასშტაბით შეიქმნა ეპიდემიოლოგიური მონაცემთა ბანკი; ბავშვებში, მოზარდებში და ორსულ ქალებში ჩატარდა იოდის პრეპარატებით ჯგუფური პროფილაქტიკა. მოსახლეობას უფასოდ გადაეცა სპეციფიკური პრეპარატები: 439 500 აბი ანტისტრუმინი და 293 400 აბი L-თიროქსინი. განხორციელდა ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში (10 რეგიონი) გახანგრძლივებული მოქმედების იოდირებული ზეთის კაფსულების დარიგება. დარიგებულია 600 000-მდე იოდირებული ზეთის კაფსულა. დამატებით შემოტანილია 6 000 000 აბი ლევოთიროქსინი, რომელიც უფასოდ გადაეცემა მოსახლეობას.

ზოგიერთ რაიონში ამუშავდა შარდში იოდის ექსკრეციის განმსაზღვრელი ლაბორატორიები. იოდდეფიციტის გამწვავების მიზეზების დასადგენად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 27 რაიონში ნიადაგსა და წყალში განისაზღვრა იოდის შემცველობა.

მიუხედავად გაწეული ძალისხმევისა იოდდეფიციტის პრობლემა ჯერჯერობით ისევ მწვავეა და ამის მიზეზია ის, რომ საქართველოში, ამ ეტაპზე, რეალურად ვერ მოხერხდა ფართომასშტაბიანი პროფილაქტიკა – ხარისხიანი იოდიანი მარილით მომარაგების პოლიტიკის გატარება, რომელიც დარგთაშორისი კოორდინაციის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს.

ცნობილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაქტიკის ყველაზე იაფფასიანი და ეფექტიანი მეთოდის მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ჯგუფის მიერ იოდირებული მარილის ფართოდ გამოყენებაა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, 1998 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იყო 1 744 ტ, 1999 წელს – 1 414 ტ, ხოლო 2001 წელს კი – 10 000 ტონაზე მეტი იოდირებული მარილი.

ნათლად ჩანს, რომ პროფილაქტიკის მიზნით 1999-2001 წლებში ქვეყანაში იმპორტირებული და მოსახლეობის მიერ მოხმარებული იოდირებული მარილის რაოდენობა ძალზედ დაბალია და არასაკმარისი (მოხმარების საშუალო დღიურ ნორ აზე (7-10 გრ) გადათვლით საქართველოს მოსახლეობას წელიწადში ესაჭიროება დაახლოებით 13-18 ათასი ტონა მარილი). ამასთან ერთად, მოხმარებული იოდირებული მარილის საკმაოდ დიდი რაოდენობა არ აკმაყოფილებდა სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე იოდირებული მარილის მეცხოველეობაში გამოყენებას, სადაც მასზე მოთხოვნილება წელიწადში დაახლოებით 20-22 ათას ტონას აღწევს.

უსისტემოდ და არაორგანიზებულად ხდება ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობის იოდირებული მარილით მომარაგება. თუ ერთ რაიონში შედის რამდენიმე ტონა, მეორე რაიონში შეიტანება მხოლოდ რამდენიმე ათეული კილოგრამი და, რაც მთავარია, მისი ღირებულება სხვადას ვაა და იგი მოსახლეობისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მასშტაბების და მოსახლეობის იოდირებული მარილით უზრუნველყოფის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მხრიდან არასათანადო ყურადღება ექცევა ამ საკითხს. საკითხი კი მეტად რთულია და ითხოვს დარგთაშორის დამატებით ღონისძიებების გატარებას, მათ კოორდინაციას უმაღლეს დონეზე.

პროგრამის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გეგმა

N

ღონისძიება

პასუხისმგებელი შემსრულებელი

შესრულების

ვადები

1

იოდის დეფიციტის შემცირება-ლიკვიდაციის

მიზნით ღონისძიებათა ხარისხობრივი უზრუნველყოფისათვის სათანადო საკანონმდებლო ბაზის მომზადება და სხვა მარეგულირებელი მექანიზმის ფორმირება

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

4.საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა

და ვაჭრობის სამინისტრო

2004-2008 წ.წ.

2

იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა

სამკურნალო ღონისძიებების გატარება

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

2004-2008 წ.წ.

3

იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა

წინააღმდეგ მიმართული საზოგადოებრივი

ჯანდაცვითი ღონისძიებების განხორციელება

(ეპიდემიოლოგია, პროფილაქტიკა, დიაგნოს-

ტიკა, სამობილიზაციო სამუშაოების წარმო-

ება ადგილზე)

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

(საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი)

2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

2004-2008 წ.წ.

4.

ნიადაგში, წყალსა და საკვებ პროდუქტებში

იოდის შემცველობის სისტემატური მონიტო-

რინგი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და

სურსათის სამინისტრო

2004-2008 წ.წ.

5.

იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა

პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკით-

ხებზე საქართველოს მოსახლეობის მასობრი-

ვი პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო

ღონისძიებების გატარება

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

2. საქართველოს განათლების სამინისტო

3. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

2004-2008 წ.წ.

6

საქართველოში იოდირებული მარილის და

სხვა გამდიდრებული პროდუქტის იმპორტის

და ადგილობრივი წარმოების (მათ შორის,

სასმელი წყლის იოდით გამდიდრების და

აქტივირების ეკოლოგიურად სუფთა ტექნო-

ლოგიების დანერგვის) განვითარება და მო-

სახლეობის ყველა ფენისათვის ხელმისაწვდო-

მობის უზრუნველყოფა

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და

სურსათის სამინისტრო

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა

და ვაჭრობის სამინისტრო

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი

რესურსების დაცვის სამინისტრო

5. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერ-

ტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი

6. იოდირებული მარილის და სხვა გამდიდრე-

ბული პროდუქტის იმპორტიორი და მწარმოე-

ბელი კომპანიები (კერძო, სახელმწიფო)

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

8. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

9. საქართველოს საინჟინრო აკადემიის

„სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“

2004-2008 წ.წ.

7

იოდირებული მარილისა და სხვა გამდიდრე-

ბული პროდუქტების საგადასახადო შეღავა-

თების და ფასების სახელმწიფო რეგულირე-

ბის სათანადო უზრუნველყოფა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა

და ვაჭრობის სამინისტრო

2004-2008 წ.წ.

8

საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა

საჭირო რაოდენობით სახელმწიფო სტანდარ-

ტის შესაბამისი იოდირებული მარილისა და

სხვა გამდიდრებული პროდუქტის უწყვეტი

მომარაგებით, შენახვისა და მოხმარების

წესების მკაცრი დაცვით

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა

და ვაჭრობის სამინისტრო

3. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერ-

ტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი

4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და

სურსათის სამინისტრო

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

6. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

7. სხვა შესაბამისი სახელმწიფო მაკონტრო-ლებელი ორგანოები

8. იოდირებული მარილის და სხვა გამდიდრე-

ბული პროდუქტის იმპორტიორი და მწარმოე-

ბელი კომპანიები (კერძო, სახელმწიფო)

2004-2008 წ.წ.

9

იოდირებული მარილის და სხვა გამდიდრებული პროდუქტის რეკლამირება

1. საქართველოს ტელერადიომაუწყებლობა

და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები

2. სარეკლამო სააგენტოები

2004-2008 წ.წ.

10

მოსახლეობის იოდის დეფიციტთან დაკავში-

რებული ჯანმრთელობის მდგომარეობის

პერმანენტული მონიტორირება და მოსახლე-

ობის სათანადო ინფორმირება

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

2004-2008 წ.წ.

11

იოდირებული მარილისა და სხვა გამდიდრე-

ბული პროდუქტის მოსახლეობის მიერ მოხმა-

რების დონის მონიტორინგი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

2004-2008 წ.წ.

12

უცხოური და ადგილობრივი არასამთავრობო

და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა და

ჩართვა იოდის დეფიციტით გამოწვეული

პრობლემის მოგვარების პროცესებში

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა

და ვაჭრობის სამინისტრო

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

4. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

2004-2008 წ.წ.

13

ღონისძიებათა რეალიზაციის მიმდინარეობის

სახელმწიფო ზედამხედველობა და მართვის

ხელშეწყობა

იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა

ლიკვიდაციის დარგთაშორისი საკოორდინაციო

საბჭო

2004-2008 წ.წ.

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

პროგრამის ღონისძიებათა რეალიზების ფინანსური უზრუნველყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპონენტში (მ.შ. ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით)

 

N

 

 ღონისძიება

თანხა წლების მიხედვით (ლარებში)

პასუხისმგებელი

შემსრულებელი

2004

2005

2006

2007

2008

სულ

1

იოდის დეფიციტის შემცირება-

ლიკვიდაციის მიზნით ღონისძიებათა ხარისხობრივი უზრუნველყოფისათვის სათანადო საკანონმდებლო ბაზის მომზადება და

სხვა მარეგულირებელი მექანიზ-

მების ფორმირება

35000

25000

15000

13000

12000

100000

საქართველოს

შრომის, ჯანმრ-

თელობისა და სო-

ციალური დაცვის

სამინისტრო

2

იოდის დეფიციტი გამოწვეულ

დაავადებათა სამკურნალო

ღონისძიებების გატარება

4215000

4777000

5058000

5339000

5620000

25009000

საქართველოს

შრომის, ჯანმრ-

თელობისა და სო-

ციალური დაცვის

სამინისტრო

3

იოდის დეფიციტით გამოწვეულ

დაავადებათა წინააღმდეგ მი-მართული საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების

განხორციელება (ეპიდემიოლო-

გია, პროფილაქტიკა, დიაგნოს-

ტიკა, სამობილიზაციო სამუშა-

ოების წარმოება ადგილზე

600000

680000

720000

7500000

800000

3550000

საქართველოს

შრომის, ჯანმრ-

თელობისა და სო-

ციალური დაცვის

სამინისტრო (საზოგადოებრივი

ჯანდაცვის

დეპარტამენტი)

4

იოდის დეფიციტით გამოწვეულ

დაავადებათა პროფილაქტიკისა

და მკურნალობის საკითხებზე

საქართველოს მოსახლეობის

მასობრივი პროფილაქტიკურ-

საგანმანათლებლო ღონისძიე-

ბების გატარება

100000

160000

220000

250000

300000

1030000

საქართველოს

შრომის, ჯანმრ-

თელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო

5

საქართველოს მოსახლეობის

სახელმწიფო სტანდარტის შე-

საბამისი იოდირებული მარი-

ლით და სხვა გამდიდრებული

პროდუქტით საჭირო და უწყვეტი მომარაგების და შენახვის წესების მოხმარების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა

60000

72000

84000

96000

100000

412000

საქართველოს

შრომის, ჯანმრ-

თელობისა და სო-

ციალური დაცვის

სამინისტრო

6

მარილის, სხვა საკვები პროდუქ-

ტებისა და წყლის იოდირების ეკოლოგიურად სუფთა ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და

ადგილობრივი წარმოების

განვითარების ხელშეწყობა

30000

45000

50000

65000

70000

260000

საქართველოს

შრომის, ჯანმრ-

თელობისა და სო-

ციალური დაცვის

სამინისტრო

7

მოსახლეობის იოდის დეფიციტ-

თან დაკაშვირებული ჯანმრთე-

ლობის მდგომარეობის პერმა-ნენტული მონიტორირება და

მოსახლეობის სათანადო

ინფორმირება

200000

220000

240000

280000

300000

1240000

საქართველოს

შრომის, ჯანმრ-

თელობისა და სო-

ციალური დაცვის

სამინისტრო

8

იოდირებული მარილის და სხვა

გამდიდრებული პროდუქტის

მოსახლეობის მიერ მოხმარების

დონის მონიტორინგი (რეალიზა-

ციის შესახებ მიღებული ინფორ-

მაციით და მოხმარების დონის

შესწავლის სათანადო კვლევე-

ბის ორგანიზმებით)

70000

75000

82000

90000

100000

417000

საქართველოს

შრომის, ჯანმრ-

თელობისა და სო-

ციალური დაცვის

სამინისტრო

9

უცხოური და ადგილობრივი

არასამთავრობო და დონორი

ორგანიზაციების მოზიდვა და

ჩართვა იოდის დეფიციტით

გამოწვეული პრობლემის მოგ-

ვარების პროცესებში (კონფე-

რენცია და სხვა)

50000

65000

75000

85000

90000

365000

საქართველოს

შრომის, ჯანმრ-

თელობისა და სო-

ციალური დაცვის

სამინისტრო

სულ

 

5360000

6119000

6544000

6968000

7392000

32383000

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო

პროგრამის ღონისძიებათა რეალიზების ფინანსური უზრუნველყოფა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კომპონენტში

 

 

N

 

ღონისძიება

თანხა წლების მიხედვით (ლარებში)

2004

2005

2006

2007

2008

სულ

1

2

3

4

5

6

7

8

1

ნიადაგში, წყალსა და საკვებ პროდუქტებში იოდისა და სხვა მიკროელემენტების სისტემატური მონიტორინგი

49450

49450

49450

49450

49450

247250