საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.08.002.016551
  • Word
569
13/07/2012
ვებგვერდი, 16/07/2012
470230000.08.002.016551
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №569

2012 წლის 13 ივისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოში მედიცინის მეცნიერების მართვისა და დაფინანსების სისტემის სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №378 ბრძანებულება;

ბ) „შრომითი რესურსებისა და სამუშაო ადგილების აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №506 ბრძანებულება;

გ) „დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებულება;

დ) „ცალკეულ პროფესიათა, საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 მაისის №275 ბრძანებულება;

ე) „საქართველოში ქალთა მშობიარობის თანაგადახდისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №602 ბრძანებულება;

ვ) „ქვეყნის მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და განვითარების ღონისძიებათა შემუშავების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №745 ბრძანებულება;

ზ) „შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ოქტომბრის №587 ბრძანებულება;

თ) „ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გაძლიერების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №207 ბრძანებულება;

ი) „საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 აგვისტოს №511 ბრძანებულება;

კ) „დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულება;

ლ) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №69 ბრძანებულება;

მ) „საქართველოს სოციალური განვიარების კონცეფციის რეალიზაციის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 აპრილის №156 ბრძანებულება;

ნ) „საქართველოს მოსახლეობაში იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა შემცირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 მაისის №242 ბრძანებულება;

ო) „სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესისა და პირობების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 სექტემბრის 400 ბრძანებულება;

პ) „საქართველოს ბავშვ დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აგვისტოს 384 ბრძანებულება;

ჟ) „იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგთაშორისი 2004-2008 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 სექტემბრის №466 ბრძანებულება;

რ) „სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 თებერვლის 93 ბრძანებულება;

ს) „ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამალებისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004-2005 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქარველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 549 ბრძანებულება;

ტ) „საქართველოს რესუბლიკაში ხელფასებისა და პენსიების გაცემის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 25 აგვისტოს 275 ბრძანებულება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი