დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/575 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.22.024.016467 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/11/2016 - 12/12/2018)
|
,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტისა და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 5 აგვისტოს №1-1/411 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად.
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობა (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობა:
|
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ურბანული განვითარების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" უფროსი, კომისიის წევრი; თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; კ) საქართველოს მშენებელთა ფედერაციის პრეზიდენტი, კომისიის წევრი; ლ) საქართველოს მშენებელთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, კომისიის წევრი; მ) საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; ნ) საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრი; ო) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი; პ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი; ჟ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი”. |
,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის დებულება
|
მუხლი 1
,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს კანონის „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ მე-11 მუხლისა და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 5 აგვისტოს №1-1/411 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 2 კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, წინამდებარე დებულებით. მუხლი 3 1. ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებები საქართველოს კანონის ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ’’ მე-11 მუხლის შესაბამისად მიენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწე მშენებლებს, დამპროექტებლებსა და არქიტექტორებს, რომლებმაც სპეციალობის მიხედვით იმუშავეს არანაკლებ ოცი წელი და გამოირჩევიან ავტორიტეტით კოლეგებსა და საზოგადოებაში, რაც ასახული უნდა იქნეს მათ მიერ წარმოდგენილ ბიოგრაფიასა და დოკუმენტებში. 2. ეს დოკუმენტები კომისიას წარედგინება წერილობით და სათანადოდ დამოწმებული. წარმოდგენილ შუამდგომლობებს უნდა დაერთოს ასევე შუამდგომლობის წარმომდგენი ორგანიზაციის საერთო კრების ან საბჭოს სხდომის ოქმების ამონაწერები და წარმოდგენილი კანდიდატების დაპროექტებული ან/და აშენებული ობიექტების ჩამონათვალი, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროებში მოღვაწე მეცნიერებზე, სამეცნიერო-კვლევითი შრომებისა და სტატიების ნუსხა. შუამდგომლობას ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებათა მინიჭების შესახებ კომისიას წარუდგენენ: პროფესიონალური კავშირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამშენებლო, სამონტაჟო, სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო ორგანიზაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. 3. ,,საქართველოს დამსახურებულ მშენებელს’’ და ,,საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს’’ გადაეცემათ წოდების დამადასტურებელი სიგელები მინისტრის ხელმოწერით და სპეციალური სამკერდე ნიშნები. მუხლი 4 1. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის მოწვევის თარიღსა და მუშაობის რეჟიმს, ანაწილებს მოვალეობებს კომისიის წევრებს შორის. კომისიის სხდომა ტარდება წელიწადში ერთხელ. 2. კომისიის პასუხისმგებელი მდივანი წინასწარ შეისწავლის ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებებზე წარმოდგენილი კანდიდატების დოკუმენტებს და კომისიის სხდომამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე, კომისიის წევრებს უგზავნის ინფორმაციას სხდომის მოწვევის თარიღის შესახებ და განსახილველი საკითხების მასალებს. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით. 4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები