„საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №1–1/575 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/561
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.024.016579
1-1/561
12/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
010220020.22.024.016579
„საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №1–1/575 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №1–1/575 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/561

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №1–1/575 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №1–1/575 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 02/11/2016; სარეგისტრაციო კოდი:010220020.22.024.016467) დამტკიცებულ  დანართ №1-ში („საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობა) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

„საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და  „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობა:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის არქიტექტურულ საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ უფროსი, კომისიის წევრი;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ი) საქართველოს მშენებელთა  ფედერაციის პრეზიდენტი, კომისიის წევრი;

კ) საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, კომისიის წევრი;

ლ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;

მ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;

ნ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია