“დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

“დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 29/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016280
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
19/10/2016
ვებგვერდი, 21/10/2016
010250000.35.154.016280
“დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/10/2016 - 22/11/2016)

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2016 წლის 19 ოქტომბერი

დაბა თიანეთი

 

„დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილების მე-4 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.             
“დასახლების საერთო კრების  დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის  №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი 19/04/2016 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016263) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილების მე-4 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დანართი №1-ის მე-4 მუხლის „ზ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. დანართი №1-ის მე-4 მუხლს დაემატოს „ზ1“  ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ კრების მოწვევის ინიციირებიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია სახელწმიფო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთვევაში, დასახლების საერთო კრება ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსადმი“ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.“.

4. დანართის №1-ის   მე-4 მუხლს დაემატოს „ზ2“  ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ2)  „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა ვრცელდება თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებზე: დაბა სიონი; სოფელი გრძელველები; სოფელი ბადაანი; სოფელი ზარიძეები; სოფელი შარახევი; სოფელი ლახატო; სოფელი ზენამხარი; სოფელი ბუჭყინტა; სოფელი ბეწენწურები; სოფელი ზემო ნაქალაქარი; სოფელი მაგრანეთი.“.


მუხლი 2.             
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემარინა ხარხელაური