დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.154.016286 |
|
„დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა, „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილების მე-4 მუხლის და საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 611 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 19/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016263) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
დანართი №1-ის მე-4 მუხლის „ზ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
|
2.
დანართი №1-ის მე-4 მუხლს დაემატოს „ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ1) „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ კრების მოწვევის ინიცირებიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დასახლების საერთო კრება ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, სსიპ – „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსადმი“ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.“ . |
3.
დანართის №1-ის მე-4 მუხლს დაემატოს „ზ2“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ2) „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა ვრცელდება თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებზე: დაბა სიონი; სოფელი გრძელველები; სოფელი ბადაანი; სოფელი ზარიძეები; სოფელი შარახევი; სოფელი ლახატო; სოფელი ზენამხარი; სოფელი ბუჭყინტა; სოფელი ბეწენწურები; სოფელი ზემო ნაქალაქარი; სოფელი მაგრანეთი.“. |
| მუხლი 2 |
ბათილად იქნეს ცნობილი „დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში 19 ოქტომბერს შეტანილი ცვლილება (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016280 ).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები