,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის #17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის #17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 12/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016279
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27
19/10/2016
ვებგვერდი, 21/10/2016
010250000.35.154.016279
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის #17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/10/2016 - 22/11/2016)

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2016 წლის 19 ოქტომბერი

დაბა თიანეთი

 

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.        
შეტანილ იქნეს ცვლილება თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებაში (გამოქვეყნების თარიღი 06/08/2014,  სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016168) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ი) დასახლების საერთო კრების მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირების შესახებ.“.


მუხლი 2.         
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემარინა ხარხელაური